საქართველო 36-ე ადგილზეა – სად არის ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი წყაროების წილი ყველაზე მაღალი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა 2023 წლის მდგომარეობით 76%-ით იყო დამოკიდებული განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ამ მაჩვენებლით, საქართველომ მსოფლიოში 36-ე პოზიცია დაიკავა, რადგანაც ქვეყნების უმეტესობაში განახლებადი ენერგიას მთლიან ელექტროგამომუშავებაში გაცილებით ნაკლები წილი უკავია. Energy Institute-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განახლებად წყაროებზე მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავების 30% მოდიოდა, ხოლო ამ წყაროების წილი 50%-ს მხოლოდ 69 ქვეყანაში აღემატება.
ქოჩორაშვილმა “სპორტინგს” ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხა, სტუმართა გუნდში კი საჯარიმოდან გატანილი ლამაზი გოლით თავი გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 24 აგვისტოს „ლევანტე“ „კადისს“ უმასპინძლებს. სპორტინგი – ლევანტე 1:2 გოლები: 0:1 ალვარესი (14), 0:2 ქოჩორაშვილი (42), 1:2 დუბასენი (59) ვიდეო: Silk Sport
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა “ჰამასი” აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინადადებები “ილუზიაა”.
ვარშავა უარყოფს ცნობებს – “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენის დაზიანებაში თავისი როლის შესახებ

18 აგვისტოს პოლონეთის პრეზიდენტის გარემოცვაში, უსაფუძვლო უწოდეს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთის გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადზე” დაგეგმილი და განხორციელებული დივერსიის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ვარშავის მხარდაჭერით. გერმანიის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, აუგუსტ ჰანინგმა, გასულ კვირას გაზეთ Die Welt-ში განაცხადა, რომ მისი აზრით, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის არსებობდა შეთანხმება თავდასხმის გარშემო. “ეს სრულიად უსაფუძვლო […]
მეცნიერებმა მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში აღმოაჩინეს – BBC

მეცნიერები NASA-ს ზონდის Mars Insight Lander-ის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პლანეტა მარსის სიღრმეში თხევად მდგომარეობაში წყლით სავსე „ბუშტი“ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც ბრიტანული ტელეარხი იუწყება, წყალი მარსზე მანამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა არა თხევადი, არამედ ყინულისა და აირის სახით. ზონდის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წყალი მარსში 10 – 20 კილომეტრის სიღრმეშია. […]
ზღვაზე დასვენება 20%ით გაძვირდა – რამდენად ხელგაშლილად ხარჯავენ ტურისტები

საზღვაო კურორტებზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. სასტუმროების უმეტესობა მაღალი დატვირთვით მუშაობს, რამაც გარკვეული გავლენა ფასებზეც მოახდინა და დაახლოებით 20%-ით გააძვირა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ზღვისპირა კურორტებზე, მთიან რეგიონებში ამ მხრივ ცვლილება არ არის, რაც გარკვეულწილად, გამოწვეულია იმითაც, რომ ზღვასთან შედარებით, ამ სეგმენტში ნაკლები აქტივობაა. როგორც საოჯახო სასტუმროებში აცხადებენ, წლევანდელი სეზონი უმეტესწილად უხვნალექიანი იყო, მაგრამ ამას ტურისტული […]
ნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე – როგორია მისი მდგომარეობა?

სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო. ნეაპოლური […]
ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან. “მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა […]
ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს – “ნაპოლიმ” სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა […]
ნეთანიაჰუ: ისრაელი რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მძევლების დაბრუნების შესახებ

ისრაელი რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზიდან მძევლების დაბრუნების შესახებ, მაგრამ ამავე დროს იცავს საკუთარი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო პრინციპებს, – განაცხადა ისრაელის პრემიერ- მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასაწყისში 18 აგვისტოს. „არის საკითხები, რომელთა მიმართ შეგვიძლია ვიყოთ მოქნილი, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მიმართ ვერ ვიქნებით მოქნილი და დაჟინებით მოვითხოვთ მათ. ძალიან კარგად ვიცით მათი ერთმანეთისგან გარჩევა,“ […]