პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 აგვისტოს გვიან ღამით ბაქოს ეწვია, სადაც მას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ცოლმა, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ქალაქგარეთ რეზიდენციაში არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს, 19 აგვისტოს დაიწყება და მხარეები გაფართოებულ ფორმატებში რეგიონის პრობლემებზე, განსაკუთრებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრებენ. ოფიციალური ინფორმაციითვე, […]

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, – ინფორმაციას ABCNews-ი ავრცელებს. შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა. “ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ წლევანდელი პროგრამა ორიენტირებულია ჩრდილოეთ კორეის […]

125 000-მდე მელომანი სტუმარი და დახარჯული 60 მლნ ლარი – Starring Georgia-ს ორწლიანი შედეგი

სოციალურ სივრცეში Starring Georgia-ს შემაჯამებელი საღამო გაიმართა. Black Sea Arena-ს წარმომადგენლებმა ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ ხნის მანძილზე შექმნილი ახალი პროდუქტები წარმოადგინეს. სახელმწიფოს 2-წლიანი მასშტაბური მუსიკალური კამპანიის ფარგლებში 8 ღონისძიება 5 ლოკაციაზე გაიმართა, რომელსაც ჯამში 125 000-მდე მელომანი სტუმრობდა. მათ შორის იყო 18 750 ტურისტი, რომელმაც ქვეყანაში 60 მლნ ლარი დახარჯა. ეს […]

მიხაილ როთი – გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების შემცირება ფატალური სიგნალი იქნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) მიხაილ როთი გერმანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ. ”ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება თანხები ახალი სამხედრო დახმარებისთვის”, – აღნიშნა როთმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის არმია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში […]

მედია – „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

“ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები უარყო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ისრაელის მხარის ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია. „მას შემდეგ რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ აგრძელებს შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებს ვთხოვთ, იარაღის მოწოდება დააჩქარონ, ომს შვებულება არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა. „საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო შედეგები ტორეცკის […]

“ტორპედო” წინ მიიწევს; “დინამო ბათუმი” ფრეების სერიას აგრძელებს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. “დინამო თბილისმა” შინ 1:2 წააგო ქუთაისის “ტორპედოსთან”, ხოლო “დინამო ბათუმმა” 0:0 ითამაშა წყალტუბოს “სამგურალთან”. დინამო თბ 1:2 ტორპედო ამ კლუბების დაპირისპირება ხშირად საჩემპიონო დატვირთვას ატარებდა, თუმცა ამჯერად ასე არაა. მხოლოდ “ტორპედო” იბრძვის ჩემპიონობისთვის, “დინამო თბილისი” კი მეექვსე ადგილზეა. დინამოელები ნიკა ნინუას შორიდან გატანილით დაწინაურდნენ. ნინუა ამ ზაფხულს […]

მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა – “ლიონი” “რენთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენთან“ 0:3 დამარცხდა. მასპინძლები ბურიჟოს და გუირის გოლებით დაწინაურდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პირისპირ გასულ ბლასს მეკარე პერიმ არ გაატანინა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მიქაუტაძე აქტიურობდა და მასთან უხეშობისთვის ოსტეგორმა ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ტიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, გუირიმ ბურთი ძელს გაარტყა. შეცვლაზე შესულმა ფოფანამ პენალტი მოიპოვა, რომელიც […]

რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 აგვისტოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტოები. პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც მოსკოვისა და თურქეთის ახლო პარტნიორი და ასევე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმწოდებელია დასავლეთის ქვეყნებისთვის, იმართება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპრეცედენტო სამხედრო იერიშის ფონზე. კრემლის განცხადებით, პუტინი მოლაპარაკებას გამართავს თავის აზერბაიჯანელ კოლეგ ილჰამ ალიევთან ორმხრივ ურთიერთობებსა და „საერთაშორისო […]

26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს

26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს. კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, […]