საზეიმო დღეების აღნიშვნის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე სახალხო ღონისძიებას „თიანეთობას” შეუერთდა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დღესასწაული. „გილოცავთ ულამაზეს, სახალხო დღესასწაულს „თიანეთობას”. ეს არის ნამდვილად დღესასწაული, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში სტუმარ-მასპინძლობით თიანელები ერთმანეთს და ყველა სტუმარს, მათთვის ჩვეულ, კეთილგანწყობას სთავაზობენ. ჩვენ ქვეყანას ასეთი საზეიმო, ლამაზი დღეები ამშვენებს და საზოგადოებაში ურთიერთსიყვარულს ამკვიდრებს. ამ სიკეთის აუცილებელი […]
საქართველოს ექსპორტი შემცირდა – რა საქონელი გაიტანა საქართველომ 2024 წლის 7 თვეში ექსპორტზე

2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 3.53 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან 36 მილიონი დოლარის ღირებულების მადნები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $344 მილიონი […]
“თეგეტა” ქვეყანაში ელექტრომობილების 70 დასამუხტი სადგურის მოწყობის დასრულებას 2025 წლის ბოლომდე გეგმავს

“თეგეტა ჰოლდინგი” ქვეყნის მასშტაბით ელექტრო დამტენების ქსელის განვითარების მიზნით, 2025 წლის ბოლომდე 70 დასამუხტი სადგურის მოწყობას დაასრულებას – ასეთია კომპანიის გეგმა, რომლის შესრულებაც ADB-ის მხარდაჭერით 20 მლნ ლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების გამოშვებით გახდა შესაძლებელი. “თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მწვანე ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და […]
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, […]
ქართული პროდუქციის ექსპორტი 7.2%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირდა და 1 586.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში […]
„გართულებები რომ თავიდან ავირიდოთ, ბავშვისთვის სწორად უნდა შეირჩეს ფიზიკური აქტივობის ტიპი და ინტენსივობა“ – ამირან შარაბიძე

„ბავშვებში სპორტული ტრავმების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ აღჭურვილობას, მოედნებს, დატვირთვების ხანგრძლივობას და ინტენსივობას“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ამირან შარაბიძემ განაცხადა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის სწორად შეირჩეს ფიზიკური აქტივობის ტიპი და ინტენსივობა რათა, ერთის მხრივ, მივაღწიოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ოპტიმალურ განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ – თავიდან ავირიდოთ ტრავმები, რომლებმაც […]
მთავრობა „ფილარმონიის“ და „ბლექ სი არენას“ კომპანიების გაერთიანებას გეგმავს – განკარგულების დეტალები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ („ფილარმონია“) ერთი შპს-ს ქვეშ გაერთიანება იგეგმება. ახალი შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა, ხოლო საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. ცნობისთვის, ამ დრომდე Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლებაც კულტურის სამინისტროს ჰქონდა, […]
თხილის ექსპორტიორებისთვის დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა (იხილეთ დადგენილება №253 – https://nfa.gov.ge/Ge/Legislation). ინფორმაციას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის […]
მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ პარტია ისევ ყაიმით დაასრულა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ ისევ ყაიმით დაასრულა პარტია. აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძის პარტიაში უკრაინელ, ანა მუზიჩუკთან რეკორდულად დიდი სვლების რაოდენობა – 102 გაკეთდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა 46 სვლაში გააკეთა ყაიმი ინდოელ, რამეშბაბუ ვაიშალთან. · IV ტურის შედეგები ასეთა: 🇨🇭 ალექსანდრა კოსტენიუკი 1 : 0 🇪🇸 სარასადატ ხადემალშარიეჰი […]
დღეს ცისფერი სუპერმთვარეა – როგორ უნდა მოიქცნენ ზოდიაქოს ნიშნები, რომ წარმატება მიიზიდონ

2024 წლის 19 აგვისტოს ცა მოგვცემს განსაკუთრებულ ასტრონომიულ ფენომენს – ცისფერ მთვარეს, რომელსაც თან ახლავს სუპერმთვარე. ეს ასტრონომიული ფენომენი გვპირდება, რომ იქნება განსაკუთრებით ნათელი და დასამახსოვრებელი, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სრულად განვიცადოთ მისი ძლიერი გავლენა. ლურჯი მთვარე არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმავე კალენდარულ თვეში მეორე სავსე მთვარეზე. მიუხედავად მისი სახელისა, ლურჯი მთვარე არ არის ლურჯი […]