საზეიმო დღეების აღნიშვნის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე სახალხო ღონისძიებას „თიანეთობას” შეუერთდა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დღესასწაული.
„გილოცავთ ულამაზეს, სახალხო დღესასწაულს „თიანეთობას”. ეს არის ნამდვილად დღესასწაული, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში სტუმარ-მასპინძლობით თიანელები ერთმანეთს და ყველა სტუმარს, მათთვის ჩვეულ, კეთილგანწყობას სთავაზობენ.
ჩვენ ქვეყანას ასეთი საზეიმო, ლამაზი დღეები ამშვენებს და საზოგადოებაში ურთიერთსიყვარულს ამკვიდრებს. ამ სიკეთის აუცილებელი წინაპირობა კი მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია.
საზეიმო კალენდარული დღეები იმ ქვეყნებსაც აქვთ, სადაც ომია, მაგრამ იქ სამწუხაროდ საზრუნავი სხვა აქვთ. მსურს მშვიდობა და საზეიმო განწყობა იყოს ყველგან, ისეთი, როგორიც დღეს თიანეთშია,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს