„საქსტატი“ – 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3.1%-ით შემცირდა და 13.7% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 […]
2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ ტონა ტვირთია გადატანილი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი – ტრანზიტზე. „2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი […]
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი – უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო – იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები

თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რწმუნებულის შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები. მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს სურს, სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო

ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისა და აშშ-სგან, რომ სწორედ ფარცხალაძის მსგავსი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს. „საერთაშორისო […]
რუსეთმა გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ოფიციალურად წარუდგინა

რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო. […]
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]
საქართველოდან ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა, იმპორტი კი 2.9%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 532.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.6 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- ივლისში, […]
თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტირება 3.165 მლნ ლარი დაჯდება
თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დასრულებითი სამუშაოების პროექტირებას შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი განახორციელებს. კომპანია ერთადერთი იყო, ვინც აღნიშნული გზის მონაკვეთის პროექტირებით დაინტერესდა და ტენდერში გაიმარჯვა კიდეც. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის სავარაუდო ღირებულებად 5.45 მლნ ლარი ჰქონდა დასახელებული, პრეტენდენტმა კი სამუშაოების შესრულების ღირებულებად 3.165 მილიონი ლარი (საწყისზე 2.285 მლნ ლარით […]
„ლევანტე“ 2006-დან 2011 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელებისთვის სინჯებს დღეიდან იწყებს

„ლევანტე“ 2006-დან 2011 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელებისთვის სინჯებს დღეიდან იწყებს. „გამარჯობა მეგობრებო! ხვალიდან ვიწყებთ სინჯებს უდიდესი მოტივაციით, რომ გავიცნოთ ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველები. (ყველა მონაწილეს გაეგზავნა მეილი დეტალური ინფორმაციით.) დიდი მადლობა“, – წერია პოსტში, რომელიც „ლევანტეს“ Facebook-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. „ლევანტემ“ ამ სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია 14 აგვისტოს გაავრცელა.
ამჯერად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა „აღმოაჩინა ამერიკა” – სერბეთის საპროტესტო მოძრაობას დასავლეთი აფინანსებდაო

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ახმიანება, რომლის თანახმად სერბეთის საპროტესტო მოძრაობის უკან დასავლეთის ფინანსები იდგა. განცხადება ალექსანდრე ვუჩიჩმა გააკეთა და როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სერბეთის გარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციების უკან დასავლეთი დგას ნიკარაგუა, ვენესუელა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და, რა თქმა უნდა, საქართველო დგანან. […]