ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. რუსული მედია წერს, რომ პუტინი და ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის “ურთიერთობების ნორმალიზების” საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, საუბარი შეეხება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო პრობლემებს”. პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს, 19 აგვისტოს დასრულდება.
ანჩელოტი: მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოვიგეთ

ლა ლიგის პირველ ტურში “რეალი” “მალიორკას” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვერის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, “რეალმა” მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოახერხა. “თამაში კარგად დავიწყეთ, გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გაზრდის შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში ბალანსი დაგვაკლდა, ძალიან ბევრს ვუტევდით და ასეთ დროს ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. ნამდვილად […]
გურამ მაჭარაშვილი – გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს

გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, გადაჯგუფებული პარტიები ვერ ამბობენ, რა განასხვავებს და რა ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერს. „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, როგორც ვწინასწარმეტყველებდით. მათ შორის, ვამბობდით, რომ ბევრ ნაწილად […]
Ferrero-ს შვილობილმა “აგრიჯორჯიამ” 2023 წელი ზარალით დახურა – რა სტრატეგიით საქმიანობს კომპანია საქართველოში?

Ferrero -ს შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ 2022-2023 ფინანსური წელი 35 მლნ ლარის ზარალით დახურა. კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ ფინანსურ წელს (2022 წლის 31 აგვისტო- 2023 წლის 31 აგვისტო) „აგრიჯორჯიამ“ ამონაგები 2.3 მლნ ლარით 41.3 მლნ-მდე გაზარდა, თუმცა საოპერაციო საქმიანობა 20 მილიონიანი ზარალით დაასრულა. წლის სრული ზარალი კი 34.7 მლნ […]
საქართველოს 10 მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა – სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 567 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია. 7 თვის მონაცემებით, საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. უფრო დეტალურად, ექსპორტისა და იმპორტის ჯამური მოცულობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალი ასეთია:
ამანათების გადაზიდვის კომპანია Camex Georgia-ს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ამანათების ტრანსპორტირების სექტროში, შპს „კამექს ინტერნეიშნლთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს. „GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით […]
ანტონიო კონტემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა – საშიში არაფერია, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში, 45-ე წუთზე, მეტოქის მცველ პაველ დავიდოვიჩთან შეჯახების შემდეგ შეცვლა ითხოვა – „ნაპოლის“ ლიდერმა თავბრუსხვევა იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „არეა ნაპოლიმ“ გაავრცელა, საიდანც ირკვევა, რომ, თავბრუსხვევის გარდა, კვარაცხელიას კუნთიც დაეჭიმა. „კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული […]
“აგენტსტვოს” თანახმად, გლუშკოვოში მაროდიორობაში კადიროველი მონაწილეობდა

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში მობილური ტელეფონების მაღაზიის ძარცვაში მონაწილეობდა მინიმუმ ერთი მებრძოლი ჩეჩნური ქვედანაყოფებიდან. ამის შესახებ „აგენტსტვო“ იტყობინება. გამოცემამ იპოვა მძარცველის ფოტოები ტელეგრამის არხ „ტიპიჩნი კურსკში“ გამოქვეყნებული ვიდეოდან. სოციალურ ქსელებში მას აქვს ანგარიშები იუსუფ აბდულვადუდოვის სახელით და პოზირებს მაისურში წარწერით „ახმატ კადიროვის სახელობის პოლკი“. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ირიბად დაადასტურა ჩეჩენი […]
გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ უკრაინას ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, გარდა ერთისა, რომ ქალებისა და ბავშვების ხოცვაში ვერ შევეშველეთ – თავის გამართლება არავის გამოუვა, ყველას მოუწევს პასუხისგება საქართველოსთან მიმართებაში არასწორი ნაბიჯების გამო

ახლა თავის გამართლება არავის გამოუვა – ყველას მოუწევს პასუხისგება იმ არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა. მაჭარაშვილის შეფასებით, სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაიწვია ელჩი და შეწყვიტა ურთიერთობები […]
დავით მჟავანაძე – კურორტი ბახმარო კორუფციის ჭაობში ჩატოვეს და ამის უკან „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე დგას – კორუფციაში ჩართულია ჩოხატაურის მერიაც

კურორტი ბახმარო კორუფციის ჭაობში ჩატოვეს და ამის უკან „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე დგას, რომელიც ბახმაროში მიმდინარე ყველა უკანონობას მფარველობს. კორუფციაში ჩართულია ჩოხატაურის მერიაც და მერის მოადგილე თამთა სააკაშვილი, რომელიც სახელმწიფო ქონებას დღეში 200 ლარად აქირავებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ განაცხადა. დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ჩოხატაურის […]