თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურისა და m²-ის სინერგია ფილოსოფიაში – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“

m²-ის გზავნილის – „იცხოვრე შენი ცხოვრების“ – ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივი აქსესუარების კოლექციაში შედგა. Giovanni Morra-სა და m²-ის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვეა აქტიური, შემოქმედებითი მუშაობა მიმდინარეობს. დღეს, ამ საინტერესო და მრავალმხრივმა პროცესმა, კონკრეტული შედეგები მოიტანა: შეიქმნა აქსესუარებისა და მაისურების ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge, შეძენა კი – „ჯოვანი მორას“ ონლაინ […]
ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, მარი ბროსემ, საქართველოში პირველი მოგზაურობისას თერთმეტი თვე დაჰყო

ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, მარი ბროსემ, საქართველოში პირველად 1847-1848 წლებში იმოგზაურა. მას, ჩვენს ქვეყანაში, ქრისტეფორე მამაცაშვილთან, გიორგი ერისთავთან, პლატონ იოსელიანთან და სხვებთან ერთად, ილიას სიმამრი – თადეოზ გურამიშვილიც მასპინძლობდა. ამ მოგზაურობისას ბროსემ საქართველოში თერთმეტი თვე დაჰყო. თითქმის ნახევარი საქართველო მოიარა, გაეცნო ქართულ სიძველეებს, სიგელ-გუჯრებს… მარტყოფში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით, გადააწყდა თავის ქუთაისელ ნაცნობს ნიკოლოზ ქუთათელაძეს, რომელთანაც წლების […]
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია. კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. 30-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს. გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების […]
,,იცით როდის ავაშენებთ ქვეყანას?.“ – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,იცით როდის ავაშენებთ ქვეყანას?.. როცა ელემენტარულად მივხვდებით და გავიაზრებთ რაა კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები და მოვალეობები ასე რომ, დავით გამყრელიძე გადაწყვეტს პოლიტიკაში წასვლას, ჯონი ბღუნჭველაშვილი თუ ნაბო ნალბანდიანი, სულაც არაა ზაზა პაპუაშვილის, გიორგი ფოფხაძის, ან სხვა ვინმეს დიპლოპიტოი თავის საქმე. ისევე როგორც სულაც არ მაინტერესებს, თავად პაპუაშვილი იქნება პოლიტიკაში, დაჩი ბერაია, ალუდა თუ […]
,, დიდი ხანია, ვიცი, რომ ბატონ ბიძინას, ჩემნაირი ადამიანები, „ბუას“ შიშით, რეზინაზე ვყავართ გამობმული” – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე: ,,არ მჯერა „ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების და საერთოდ, მისი აღარაფრის მჯერა, თუმცა, ოქტომბერში, მაინც ბიძინა ივანიშვილს დავუჭერ მხარს, რადგან დღესდღეობით, ის მიმაჩნია საქართველოში ერთადერთ კაცად, ვისაც არჩევნებში მკვლელების ბანდის დედისტირების ძალა და უნარი შესწევს. უბრალოდ, წარმოვიდგენ ხოლმე, რამე რომ დაემართოს, რა დღეში ჩაგვყრიან ორ-სამ-ოთხ-ხუთსახა, ფლიდი, გაუმაძღარი, ხამი და ყოვლად […]
,,მეტროპოლი”: სადაც თქვენი ჩანაფიქრები რეალობად იქცევა

ახალი ბინის შეძენას ფიქრობთ და პოტენციურად თბილისს ან ბათუმს განიხილავთ? გჭირდებათ სივრცე, რომელიც თქვენს მიზნებს, ხასიათსა და ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მოერგება? მაშინ დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ზუსტად ის პარტნიორია, რომელსაც ეძებთ. ახალი სიტყვა უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, სწრაფად მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც საინტერესო, მიმზიდველი და ინოვაციური პროექტების ავტორი. სახლი, რომელიც […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და […]
ბლოგერების თანახმად, უკრაინის არმიამ უკანასკნელი ხიდი გაანადგურა კურსკის ოლქის მდინარე სეიმზე

უკრაინის არმიამ მესამე ხიდი გაანადგურა კურსკის ოლქის მდინარე სეიმზე. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო ბლოგერები, ვლადიმირ რომანოვი და იური პოდოლიაკი იტყობინებიან. პოდოლიაკის ინფორმაციას „შემოწმებული ცნობა“ უწოდა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა რომან ალიოხინმა. როგორც იტყობინებიან, ახლა რუსეთის ჯარები მდინარეზე გადასასვლელად პონტონებს იყენებენ. ხიდის განადგურების დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოიპოვება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. […]
გიგი წერეთელი – ამ ხელისუფლების პირობებში აშშ-სთან ურთიერთობა, პრაქტიკულად, არის ნულამდე დაყვანილი – აუცილებელია ცვლილებები, რომელიც უნდა მოიტანოს ერთიანობის იდეამ

აშშ-ში „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ვიზიტი პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას მოიტანს და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი შეფასებით, თუ მმართველი პარტია ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას შეინარჩუნებს, აშშ-თან ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. […]
ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორისთვის ტრენინგები ჩაატარა

ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, სპეციალური, არასაბანკო სექტორზე მორგებული სასწავლო მოდული შეიმუშავა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტრენინგების სერია, სახელწოდებით „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა“ პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (სგს) ჩატარდა. მათივე ცნობით, სამდღიანი პროგრამის ფარგლებში სესხის გამცემი სუბიექტების ძირითადი მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა […]