საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში – ფინანსთა სამინისტრო

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში – ფინანსთა სამინისტრო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით. საინვესტიციო პროექტებისთვის […]
ძლიერი წვიმის შედეგად პოლონეთის რამდენიმე ქალაქი დაიტბორა

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა. ყველაზე რთული ვითარებაა ქალაქ ოსტრუვ ველკოპოლსკიში, სადაც ქუჩები დაიტბორა. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა. […]
ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასმართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელი სამხედრო გორდონ ბლეკი პატიმრობაში დატოვა და არ გაითვალისწინა სარჩელი, რომლითაც ბლეკი და მისი ადვოკატები რუსეთის სასამართლოს მიერ, ივნისში გამოტანილ განაჩენს ასაჩინვრებდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბლეკი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 წლის ვადით დარჩება. საგამოძიებო ორგანო ამერიკელ სამხედროს შეყვალებულისგან 113 ამერიკული დოლარის მოპარვასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარაში სდებს ბრალდს. ამერიკის 34 წლის მოქალაქე, ვლადივოსტოკში, შეყვარებულთან, ალექსანდრა […]
რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ბაიდენის იმპიჩმენტის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნეს

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებენ. ისინი პრეზიდენტს, მისი ვაჟის – ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობის მხარდასაჭერად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, რესპუბლიკელები პრეზიდენტს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალს არ სდებენ, თუმცა ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში იმეორებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახი თავისი გვარის “ბრენდს” კორუფციული […]
საქართველოს აეროპორტებიდან, II კვარტალში, 7.7 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა

2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. 2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
სტუდენტებს თბილისში ბინის დაქირავება, შესაძლოა, წელს გაუჭირდეთ

სწავლის დაწყებისას სტუდენტებს შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის მოძიება, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც გაუჭირდეთ. მართალია, წელს უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების ეფექტი ნაკლებია, თუმცა სფეროში მოლოდინი შეიცვალა და ითქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქებიის მხრიდან მოთხოვანა შესაძლოა, ისევ გაიზარდოს, რაც ქართველ სტუდენტებს ბინის დაქირავების ან დაგირავების მხრივ პრობლემებს შეუქმნის. უკრაინაში რუსეთის შესჭრის და ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიგრანტების დიდი […]
პუტინის მრჩეველი: კიევისთვის მოლაპარაკების შეთავაზება ძალაშია, თუმცა არა ამ ეტაპზე

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა ორშაბათს თქვა, რომ მოსკოვი უკრაინასთან ახლა, კურსკის რეგიონზე თავდადხმის პირობებში, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს, მაგრამ არც მანამდე წარდგენილ შეთავაზებებზე ამბობს უარს. უშაკოვმა ეს კომენტარები სატელევიზიო ეთერში გააკეთა და თქვა, რომ “ამ ეტაპზე საუბარს არ აპირებენ”. რუსეთის საზღვარი, 6 აგვისტოს და მას შემდეგ, ათასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა და კიევის მტკიცებით, […]
თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” და “ისლამურმა ჯიჰადმა” აიღო

19 აგვისტოს, თელ-ავივში ერთი დღით ადრე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” შეიარაღებულმა განშტოებებმა აიღო. სინაგოგასთან კვირა საღამოს მომხდარი აფეთქება ისრაელის პოლიციამ და დაზვერვის სააგენტომ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. პოლიციის ცნობით, ინციდენტში ერთი გამვლელი დაშავდა და მოკლულია მამაკაცი, რომელსაც თან ბომბი ჰქონდა. ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ომი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად დაიწყო. არაერთი დასავლური ქვეყნის […]
ეროვნული ლიგა. XXI ტური. “იბერია 1999” – “სამტრედია” [LIVE]

ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში “იბერია 1999” “სამტრედიას” მასპინძლობს.
ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც „დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან”, რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება

უცხოელებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან, რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უცხოელები რუსეთში ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტების გათვალისწინების გარეშე და რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და […]