აგროდრონების მსოფლიო ბაზარი იზრდება

სოფლის მეურნეობის ბაზარზე დრონების მოცულობა 2024 წლიდან 2032 წლამდე წელიწადში საშუალოდ 20,1%-ით გაიზრდება – ამის შესახებ east-fruit-ი წერს. Global Ag Tech Initiative-ის ინფორმაციით, 2022 წელს, აგროდრონების ბაზარი 7,9 მლრდ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ზრდის მთავარი განმაპირობებელი სუბსიდიების, ასევე ფერმერებისთვის გრანტებისა და ფინანსური პროგრამების ზრდა გახდა. მოსალოდნელია, რომ გამოყენების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დრონების ინდუსტრიაზე 2032 წლისთვის დიდი […]

საქართველომ ხაშურში წყალმომარაგების პროექტის დასასრულებლად საფრანგეთისგან €30 მლნ ისესხა

საქართველომ ხაშურისა და ახლო მდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების პროექტის დასრულებისთვის საფრანგეთისგან 30 მილიონი ევრო ისესხა. შესაბამისი ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტრომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გააფორმა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ საქართველომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ფული 20 წლით ისესხა. “ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან 2020 წლის 31 ივლისს მოეწერა ხელი და მოიცავს 58 […]

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, უკრაინას დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია. „თავდაცვა შეიძლება აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას მოიცავდეს. თუ თქვენ ამის ფარგლებში თავდამსხმელის ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ობიექტებს შეუტევთ, მაშინ ეს ომის წესებს სრულად შეესაბამება“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. რასმუსენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ დანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება. „არ შეგიძლიათ დააწესოთ საზღვარი, […]

რუსეთი კურსკში მესამე ხიდის დაზიანებაზეც საუბრობს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში თავის სამხედრო მიზნებს აღწევს. მოსკოვმა კი ორშაბათს დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკვე მესამე ხიდი დააზიანეს. მანამდე, უკრაინელებმა რუსული ძალების მომარაგებისთვის გამოყენებულ ორ ხიდზე მიიტანეს იერიში. კიევის მტკიცებით, უკრაინის ძალებმა, 80-მდე დასახლებაზე კონტროლის მოპოვება შეძლო და კურსკში ახლა 1 150 კვ. კმ-ს აკონტროლებს. რუსეთის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, […]

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გასცემს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ. “ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ურყევი მხარდაჭერისთვის”. ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით პაკეტში შედის 14 000 საბრძოლო ვაზნა, 26 დრონი და 100-ზე მეტი იარაღი, მათ შორის, RIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ქართველებთან ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებ – ხავი

დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკი გაიხსნა, რომლის მოწყობის ინიციატორები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, „ლევანტეს“ საერთაშორისო საქმეთა დირექტორი დანიელ პასტორი და ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერი ხავი არიან. ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეები, გიორგი ჭელიძე და გიორგი ნავალოვსკი ატარებენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების აღმოჩენაა. მონაწილეებს საშუალება აქვთ, „ლევანტეს“ მწვრთნელების თანდასწრებით […]

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ფოთის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ფოთის ოფისი გაიხსნა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საპორტო ქალაქი არ შეიძლება იყოს დაცლილი და ემიგრაციაში გახიზნული, ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ფოთელებმა, რადგან ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი. „მინდა ფოთზე ვილაპარაკო, სადაც ერთდება სამი მნიშვნელოვანი საქართველოს კუთხე. მინდა ვილაპარაკო ფოთზე, […]

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობისა და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს. „საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე […]

სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზეა მიწვეული

უკრაინულმა მხარემ, საქართველოს პრეზიდენტი, „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე კიევში მიიწვია. სამიტი 11 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა განუცხადა. 2023 წელს სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩასვლას გეგმავდა, თუმცა მაშინ მთავრობისგან ნებართვა ვერ მიიღო. ამასთან, იმავე წელს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ ჩასულა იმის გამო, რომ არ […]

Geo Team: ხვიჩა 4 საათი ჰოსპიტალში იმყოფებოდა – ის მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა

Geo Team-ის ცნობით, “ვერონასთან” მატჩისას დაშავებული “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოთხი საათი იმყოფებოდა: “ხვიჩა კვარაცხელიამ ცვლილების შემდეგ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა. Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა. ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჯებას […]