იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. „იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე […]

იოავ გალანტი – ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს

ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის ცნობით, იოავ გალანტმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის დაწესებულება მზად არის ღაზაში მოქმედება ომის მიზნების მიღწევამდე გააგრძელოს – მძევლების დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განადგურებამდე“. „მინისტრმა ხაზი გაუსვა „ჰამასზე“ ისრაელის სამხედრო […]

ანა დოლიძე – ნორმალური საცხოვრებელი ხელფასი ყველას ეკუთვნის

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე და კოალიციის სხვა ლიდერები თიანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ანა დოლიძემ აღნიშნა, სხვა რეგიონებში აქაც მოსახლეობა წუხს იმ ანაზღაურებაზე, რაც მათ აქვთ. „დღეს ვიმყოფებოდით თიანეთში, შევხვდით მოსახლეობას. კიდევ ერთი ფაქტი თუ რა ხელფასები აქვს ხალხს რეგიონებში – 240 ლარი, 250 ლარი ამ ფასად არის დასაქმებული პატიოსანი […]

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენების საგამოძიებო კომიტეტი ჯო ბაიდენს „იმპიჩმენტის საფუძვლის მქონე ქმედებაში“ სდებს ბრალს

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენების საგამოძიებო კომიტეტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „იმპიჩმენტის საფუძვლის მქონე ქმედებაში“ სდებს ბრალს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის, იურიდიულმა და საშემოსავლო კომიტეტებმა გამოაქვეყნეს 291-გვერდიანი ანგარიში თავიანთი გამოძიების შედეგებით, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მტკიცებულებების მოპოვებას. ანგარიში ბაიდენს ორ დანაშაულს ედავება, რომლებიც, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა აზრით, აკმაყოფილებს იმპიჩმენტის […]

38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

38 წლის ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა, – იტყობინება AS-ი. მოდრიჩი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე პორტუგალიასთნ და პოლონეთთან დაეხმარება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას. მას უნდა 2026 წელს მუნდიალზე იასპარეზოს, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. იმ დროისთვის თითქმის 41 წლის იქნება.

თავისუფლების ინსტიტუტი: ივნისში მთავრობამ ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა

თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა. თავისუფლების ინსტიტუტის თანახმად, რუსული ზეთის მიმწოდებელია შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია, რომლის 3 მეწილესაც – გოჩა დარჩიაშვილს, უტა მაზიაშვილსა და ვლადიმერ დარჩიაშვილს 2017 წელს ქართული ოცნებისთვის თითოეულს 60 000 ლარი აქვს შეწირული. “საქართველოს ხელისუფლება ქართული ჯარის […]

„ევოლუშენის“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი პირის ამოკერვას გეგმავს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი გეგმავს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკეროს. ამის შესახებ დღეს, 19 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბარში პროფკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია – გზის გადაკეტვა – აღარ ჩატარდება. „ვთქვით, რომ 20 საათისთვის გზას გადავკეტავდით, თუმცა კომპანიამ გააკეთა განცხადება და კვლავ ცდილობს ამ ჯგუფის გაშავებას. ხელი რომ არ შევუწყოთ [გზას აღარ გადავკეტავთ]“. „შევეცდებით […]

უკრაინა ადასტურებს, რომ 23 აგვისტოს იქ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჩავა

უკრაინის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მათ ქვეყანას 23 აგვისტოს ეწვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა 19 აგვისტოს დაადასტურა მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ შინაარსის განცხადება, და დააზუსტა ვიზიტის თარიღი. მოდი და ზელენსკი განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს – აცხადებს პრეზიდენტის ოფისი. გასულ თვეში მოდი მოსკოვში ჩავიდა […]

ოლაფ შოლცი – გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა […]

საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის უმეტესობა ქვანახშირი და ნავთობია

საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის უმეტესობა ქვანახშირი და ნავთობია 2024 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი – ტრანზიტზე. რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი […]