ჯოზეფ ბორელი – ვენესუელა სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება, თუ ნიკოლას მადურო ვერ დაამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ვენესუელა, შესაძლოა, მალე სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს, თუ ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას საარჩევნო სიების გამოქვეყნებით არ დაადასტურებს, – Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. “თუ მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ მან გაიმარჯვა და არ სურს გაიგოს, რომ არჩევნების შედეგები […]

სერგეი ლავროვი – კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებები შეუძლებელია

კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკება არ შეიძლება და ამ ქმედებებზე რუსეთის პასუხი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კომპეტენციაში შედის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქზე თავდასხმები დაიწყო, თავდასხმა კი არა, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა, რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი არ შეიძლება. პრეზიდენტმა ასევე […]

,, სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც…” – ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს: ,,შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნად ჟღერს, მაგრამ მომიტევეთ, რომ ვამაყობ ჩემი პოზიციით და შეხედულებებით… სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც… მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლი… მაქვს დაშვებული შეცდომებიც, რომელსაც გულწრფელად ვნანობ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც […]

“იბერია 1999”-მა უიღბლო სერია შეწყვიტა

“იბერია 1999”-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. იბერია 1999 3:1 სამტრედია მასპინძლები აგებდნენ, თუმცა რთულ ბრძოლაში მოახერხეს სამი ქულის აღება. იბერიელთა ფორვარდმა შეიკნე სილამ თავურით ძელს მოარტყა ბურთი, ერთ წუთში კი “სამტრედიამ” გაიტანა. კონტრშეტევაზე განელმა დანილ ოვუსუმ ორიგინალურად იმოქმედა, მოტყუება, პაუზები და ბოლოს ძლიერი დარტყმა – 0:1. ასე დაწინაურდა […]

“ნაპოლის” ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

25 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე “ნაპოლიდან” “იფსვიჩში” გადავიდა, – ამის შესახებ ინგლისური კლუბი იტყობინება. პრემიერლიგის კლუბს კაიუსტეს ერთსეზონიანი იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, გაისად კი 13.5 მილიონად შეეძლება გამოსყიდვა. კაიუსტე “ნაპოლიში” 2023 წელს “რენიდან” გადაბარგდა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც მას რუსეთმა დამართა

აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, რატომ ვერ აიცილა თავიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი საფრთხეები. „იუსტიციის სამინისტროში ჩემი მსახურობისას შევძელით სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დავის მოგება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის დღეისთვის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი […]

კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს მთავრობისადმი ნდობას – ბენ კარდინი ანტილგბტ კანონპროექტზე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. სენატორი აცხადებს, რომ საკანონმდებლი პაკეტი კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს მთავრობისადმი ნდობას. “საქართველოში მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონპროექტი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ. კანონპროექტების პაკეტი დაარღვევს შეკრების თავისუფლების უფლებას და მისი მიღება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს […]

გარდაიცვალა ფილ დონაჰიუ – ამერიკელ და საბჭოთა მაყურებლებს შორის “ტელეხიდების” წამყვანი

18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ტელეწამყვანი, ფილ დონაჰიუ, რომელიც 1980-იან წლებში უძღვებოდა მნიშვნელოვანი სატელევიზიო დისკუსიების ციკლს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის აუდიტორიებს შორის. დონაჰიუ აშშ-ში ცნობილი იყო დღის საათების სატელევიზიო ტოქშოუს ჟანრის ფუძემდებლის რანგში. პროგრამებს, რომლებსაც დონაჰიუ ცივი ომის პერიოდში უძღვებოდა, იცნობდნენ “მოქალაქეთა სამიტის” სახელით და ისინი მოიცავდა ერთდროულ მაუწყებლობას ორივე ქვეყნის ქალაქებიდან, რომლის […]

რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა – რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

2024 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, ასევე რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11.4%, ანუ 1.4 მილიარდი დოლარი მოდის. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.5-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. იანვარ-ივლისში რუსეთი მეორე ადგილზე იყო საიმპორტო პარტნიორებს […]

ფარმაცევტული გიგანტების კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიო ბიოფარმაცევტული დარგი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დადებით ტენდენციებს აჩვენებს: 20-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის 4,3 პროცენტით მატების შესახებ განაცხადა. საუბარია 30 ივნისის პერიოდისთვის 3,8 ტრილიონი დოლარიდან 4 ტრილიონ დოლარამდე ზრდაზე. GlobalData-ს მონაცემებით, სექტორის მგრადი მონაცემები მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის გაუმჯობესებამ და ინვესტორების ოპტიმიზმმა უზრუნველყო, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინებმა […]