Fed-ის ხელმძღვანელის თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირების დრო მოვიდა

აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირების დრო მოვიდა. ჯერომ პაუელმა Fed-ის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ფასების ყველაზე უარესმა ზრდამ მილიონობით ოჯახს მიაყენა ზიანი, ინფლაცია დიდწილად კონტროლის ქვეშაა. ამის გათვალისწინებით, აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 23-წლიან მაქსიმუმამდე გაზრდის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის შერბილების […]

არჩილ გორდულაძე ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატებზე: გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ

არჩილ გორდულაძე ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატებზე: გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ ჩვენ გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ, – განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ. […]

თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, დღეს მსურს, წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან, როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე. მისივე თქმით, დელეგატების წარდგენის საფუძველი არის მათი […]

ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში სტიქიის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა და 5 ავტომობილი დააზიანა

ზუგდიდში ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ადგილზე საუკუნოვანი ხეები წააქცია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 2 ხე წაიქცა და მახლობლად მდგარი ავტომობილები დააზიანა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. სტიქიის დროს ავტომობილები ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. წაქცეულმა ხემ დააზიანა სამედიცინო ცენტრ “კურაციოს” შენობის ფასადი და ფანჯრები. ადგილობრივების თქმით, ქუჩებში სანიაღვრე […]

2024/25 წლების სეზონის ტოპ-10 ძვირად ღირებული ტრანსფერი

2024/25 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ტოპ-ლიგებში ძირითადად 30 აგვისტოს იხურება. შესაბამისად, კლუბებს კონტრაქტების გასაფორმებლად და ახალი ფეხბურთელების დასამატებლად დაახლოებით ერთი კვირა რჩებათ. Transfermarkt-ი მიმდინარე სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების სიას რეალურ დროში გვთავაზობს. ამ დროისთვის, ჩამონათვალში პირველ ადგილს ხულიან ალვარესი იკავებს, რომელიც 12 აგვისტოს „მანჩესტერ სიტიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. ესპანელებმა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ […]

“ბრაიტონმა” 30 მილიონ ევროდ ფერდი ქადიოღლუ შეიძინა

“ბრაიტონმა” “ფენერბაჰჩედან” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ განაპირა მცველი, ფერდი ქადიოღლუ შეიძინა. 24 წლის თურქმა “თოლიებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქადიოღლუ თურქეთის ნაკრების რიგებში 2019 წლიდან ასპარეზობს. ფერდიმ გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 3 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი – ზოლინგენში მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა – უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ

უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. „ზოლინგენში, ქალაქის ფესტივალზე მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით […]

ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა — მედია

რუსეთში, ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი“ ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მიერ ტელეგრამის არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ვორონეჟის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. გასულ ღამით ოლქზე უკრაინულმა მხარემ დრონებით შეტევა განახორციელა. გუსევის თქმით, რუსებმა 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ჩამოვარდნილი დრონების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა, თუმცა არცერთი სამოქალაქო დანიშნულების […]

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მიმდინარე წელს ასევე ეხმიანება ტრაგიკულ თარიღს – 30 თვის გასვლას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრიდან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ. “დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ… ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ […]

პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 24 ბავშვი, მშობლებთან ერთად, ქობულეთში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღვაზე დასასვენებლად საჭირო აქსესუარები გადასცეს. „ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული […]