“კარგი იდეაა” – ალისონმა მამარდაშვილის “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

“ლივერპულის” მეკარემ, ალისონმა განაცხადა, რომ ჯერ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს, კონტრაქტის ბოლომდე (მინიმუმ ორი წელი) არსად არ წავა და მისი პოტენციური კონკურენტის, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა. “კლუბმა მამარდაშვილის თაობაზე მითხრა. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ამის შესახებ იქამდე შევიტყვე, ვიდრე ინფორმაციები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა. ჩემთვის ეს პოზიტიური ნიშანია – კლუბისთვის […]

მასპინძლების დღე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. ვნახეთ ჰეთ-თრიქი, შემოტრიალებული თამაშიც, გაცუდებული პენალტიც… სამგურალი 3:0 კოლხეთი 1913 წყალტუბოელებმა ლუკა ხორხელის ჰეთ-თრიქით მოუგეს ფოთელებს. ხორხელმა ჯერ ძმის, ნიკა ხორხელის პასის მერე გაიტანა თავურით, მეორე ტაიმში კი ჯერ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ზუსტი დარტყმით, ბოლოს კი პირისპირ გასვლისას მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა […]

დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა კაფარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. კარგი შანსი ვერ გამოიყენა შესვენების შემდეგ მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ამუგუმ. სტუმრები კი 57-ე წუთზე პენალტით ტურემ დააწინაურა. 62-ე წუთზე “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში […]

ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე ორგანიზაციათა აკრძალვის კანონს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა და კანონად აქცია კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში. სხვა პირობებთან ერთად, კანონის თანახმად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია ფლობდეს ან მონაწილეობდეს უკრაინაში რეგისტრირებულ იურიდიულ უწყებებში. უკრაინაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს ცხრა თვის ვადა მიეცათ რუსეთთან დაკავშირებულ უწყებებთან კავშირის გასაწყვეტად.

ყველაზე ძვირი ჯანდაცვის პროგრამები

გთავაზობთ ჯანდაცვის პროგრამების ათეულს, რომლებზეც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი იხარჯება. 2024 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე 1.6 მლრდ ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხა ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე (რომლებსაც ოფიციალურად ქვეპროგრამებად მოიხსენიებენ) ნაწილდება. 10 წლის წინ, 2014 წელს ჯანდაცვაზე 588 მლნ ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლებში ზრდის ტენდენცია ჰქონდა და პიკს […]

“შტურმმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ალტახი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი sofascore-მ და flashscore-მ 7.3 ქულით შეაფასეს. „შტურმმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 9 ქულით მეორე ადგილზე, 28 აგვისტოს გასვლაზე თასზე „რიდს“, ხოლო 31 აგვისტოს ჩემპიონატის მეხუთე ტურში სახლში „ტიროლს“ დაუპირისპირდება. შტურმი – ალტახი 2:1 გოლები: 1:0 […]

მევახშე ხაზარაძისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრინციპია, ერთი ხელის მოსმით შეიერთონ ყველა, ვინც კი ფულზე იყიდება

მევახშე ხაზარაძის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრინციპია ერთი ხელის მოსმით შეიერთონ ყველა, ვინც კი ფულზე იყიდება, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. „არც მეტი არც ნაკლები, ვიქტორ ყიფიანი დაემატა ახლა ამ ქვეყნის მღლეტავის ე.წ. პოლიტიკურ გუნდს. გარდა იმისა, რომ ეს ვინმე ყიფიანი მუშაობდა ბიძინასთან ერთ-ერთი ადვოკატის პოზიციაზე და შემდგომ რაც გაირკვა, დათვურ სამსახურს უწევდა მას, სხვა […]

„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა. ის, ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. გიორგი კობერიძე არხის საინფორმაციო სამსახურის – “მოამბის” კორესპონდენტი იყო. “ინტერპტესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

კრიშტიანუ რონალდუმ Youtube-არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ 21 ივნისს ვიდეოსერვისზე YouTube საკუთარი არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა. პირველი 100 ათასი გამომწერის მოსაგროვებლად მას მხოლოდ 55 წუთი დასჭირდა, რაც ვიდეოსერვისის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. უკვე 1,5 საათში კი პორტუგალიელი ფეხბურთელის გამომწერების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.მალევე, რონალდუმ გამომწერთა რაოდენობით ლიონელ მესისაც გაუსწრო, რომელსაც Youtube- არხი უკვე 12 წელია აქვს. ამ დროისთვის რონალდუს […]

„ამას მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: „რუსული სრაფი გზავნილების სისტემა “ზალატაია კარონა” ამერიკული სანქციების ქვეშ მოჰყვა. რუსულ პრესაში იწერება, რომ საქართველოში ზოგიერთო ბანკის ბარათებზე გადარიცვები ვერ ხერხდება, ზოგში კი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ქართული ბანკი არღვევს სანქციოებს. ამას მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს. სასწრაფოდ უნდა მიხედოს ამ საკითხს ეროვნულმა ბანკმა.“