ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელმა დღეს დილით „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა – ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ

ისრაელმა დღეს დილით “ჰეზბოლას” ათასობით რაკეტა გაანადგურა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა. ”ამ დილით ჩვენ აღმოვაჩინეთ “ჰეზბოლას” მზადება ისრაელზე თავდასხმისთვის. თავდაცვის მინისტრთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან კონსულტაციით, დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, პროაქტიურად ემოქმედა საფრთხის აღმოსაფხვრელად. მან გაანადგურე ათასობით რაკეტა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერები ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
რამდენად გამართულია ჯანდაცვის პოლიტიკა

ჯანდაცვის პოლიტიკა მუდამ აქტუალურია. ის ყველა ადამიანს და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობას ეხება. საქართველოში ყველა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯანდაცვის სისტემა რეფორმირდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯანდაცვის პოლიტიკის ხარჯების უზრუნველყოფის ოთხმა განსხვავებულმა სქემამ იარსება, მაგრამ სამართლიანი და ეფექტიანი არცერთი არ აღმოჩნდა. პოლიტიკის ბოლო რადიკალური ცვლილებიდან ათი წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში არსებობს უნივერსალური მიდგომის ჯანდაცვის პოლიტიკა, […]
ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა! – ქართველი ლეგიონერებისა და მათი კლუბების პრობლემები…

ქართველ ლეგიონერებსა და მათ კლუბებს ნაკლებად წარმატებული პერიოდი უდგათ, განსაკუთრებით, ტოპლიგებში (სამწუხაროდ, მიქაუტაძე ფორვარდის პოზიციაზე ვერ ვიხილეთ). ტურის გახსნის პატივი გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს) ერგო – “სელტა” VS “ვალენსია” 3:1(“მამარდამ” პენალტი მოიგერია). პარასკევსვე დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუესა” და “ელფსბერგს” (3:2. ბუდუს საგოლე პასი) შორის. ყველაზე გვიან, დღეს, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, […]
აშშ-მა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

აშშ-ის ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტებმა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. სანქციები 400-მდე ფიზიკურ პირსა და სუბიექტს შეეხება, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში. “რუსეთმა გადააქცია თავისი ეკონომიკა კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინსტრუმენტად. ხაზინის დღევანდელი ქმედებები განაგრძობს პრეზიდენტ ბაიდენის და მისი G-7 კოლეგების მიერ აღებული […]
ალენ დელონი თავის მამულში დაკრძალეს

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი თავის მამულში დაკრძალეს. მსახიობის სურვილისამებრ დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო. ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 18 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო.
საქართველოში პრობლემები შეექმნა რუსულ გადახდის სისტემას

საქართველოში „ზოლოტაია კორონას“ – გადახდის სისტემის მომხმარებლებს ფულადი გზავნილების მიღების პრობლემები 24 აგვისტოს შეექმნათ. ტექნიკური პრობლემების არსებობა საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ დაადასტურა. ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა РБК („როსბიზნესკონსალტინგ“). გამოცემის ცნობით, „ზოლოტია კორონას“ აპლიკაციაში TBC-ის ბარათებზე გადარიცხვის შესაძლებლობა აღდგა თბილისის დროით 21:00 საათისთვის. მოგვიანებით „საქართველოს ბანკის“ კლიენტმაც დაუდასტურა გამოცემას, რომ მანაც შეძლო […]
ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ანჯეი დუდასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისამდე ჩამოვა. იგი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას […]
ქართულმა ბანკებმა “Золотая корона”-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს – მედია

ქართულმა ბანკებმა Zolotaya Korona-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვები გამოწვეულია ამერიკული სანქციებით, რომელშიც შედიოდა “ოქროს გვირგვინის” შემქმნელი კომპანია ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი. ქვეყნის უდიდესმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო ამ სისტემით განხორციელებულ გადარიცხვებზე უარის თქმა. სიდიდით მეორე საკრედიტო დაწესებულებამ, “თიბისი ბანკმა” კი, აპლიკაციიდან მთლიანად ამოიღო ამ გადარიცხვის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა. […]
„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა „პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ის არხის საინფორმაციო სამსახურის – “მოამბის” კორესპონდენტი იყო. “კომერსანტი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ჟურნალისტების კორპუსს.