„ამ წამს მოგვაბრუნა ფეხით მორბენალმა პატრულმა უკან, ტექსტით ,, კამიკაძეები ხო არ ხართო“ – რა ხდება რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“

Anonymous “ოცნებას” აფრთხილებს

Anonymous-ი კვლავ გამოჩნდა და „ოცნებას“ აფრთხილებს: „თქვენ ჩვენი სიმტკიცე ერთხელ უკვე გამოცადეთ, როცა რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობის საპასუხოდ თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერშეტევები მოვაწყვეთ. მაშინ უნდა გესწავლათ, რომ ხალხის გაჩუმების თქვენი მცდელობები უპასუხოდ არ დარჩებოდა. ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ – ქმედებები, რომელიც ჰგავს ბელარუსის და […]

არჩევნების შედეგებზე უთანხმოების ფონზე ვენესუელაში დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი

ვენესუელაში პროკურორებმა 26 აგვისტოს გამოიძახეს და დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონზალეს ურუტია, რაც იყო ნაწილი სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც აღიძრა კამათის საგნად გადაქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში გამარჯვებულად თავი გამოაცხადა ქვეყნის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ. გამოძიება შეისწავლის ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას – ამ შედეგების თანახმად, მადურო კენჭისყრაში აშკარად დამარცხდა. ოფიციალურმა საარჩევნო საბჭომ მადურო 28 ივლისს […]

გერმანიის ქალაქ ზოლიგენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა “ისლამურმა სახელმწიფომ”

ექსტრემისტულმა ჯგუფმა, “ისლამურმა სახელმწიფომ” იკისრა პასუხისმგებლობა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლიგენში 23 აგვისტოს ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ რვა პირი. პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თავდასხმასთან – მაგრამ უშუალო თავდამსხმელი 24 აგვისტოს კვლავ არ იყო დაპატიმრებული, პოლიცია მის ძიებას განაგრძობს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 15 წლის პირი, და მიმდინარეობს […]

საქართველოს დერეფანში ელექტროენერგიის ტრანზიტი 5-ჯერ შემცირდა

საქართველოს დერეფანში ელექტროენერგიის ტრანზიტი მკვეთრად შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, გასულ 7 თვეში საქართველოს გავლით 391,07 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა. ელექტროენერგიის მიწოდება ძირითადად, აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება. სულ 7 თვეში ამ კუთხით 331 მლნ კვტ.სთ-ს გატარება მოხდა. 59.6 მლნ კილოვატ/საათი გაატარა საქართველოს გადამცემმა ქსელმა რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ტრანზიტი 5-ჯერ არის შემცირებული. გასული წელი ამ […]

Zoom-ში ვიდეოკონფერენციებში მონაწილეობას ერთდროულად მილიონი ადამიანი შეძლებს

ვიდეოკონფერენციების სერვისს Zoom შეემატა ვებინარების ჩატარების ფუნქცია, რომლებშიც ერთდროულად 1 მილიონ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. კომპანიის ბლოგში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საარჩევნო კამპანიების ჩატარებაში დაეხმარება. მასობრივი ვებინარების ფუნქციით სარგებლობა ყოველთვიური და ყოველწლიური გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. კონფერენციის შექმნისას მომხმარებლები მონაწილეების საჭირო რაოდენობის არჩევას შეძლებენ – 10 ათასიდან მილიონ ადამიანამდე. ფუნქცია ფასიანი იქნება. ვებინარის ღირებულება, […]

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული. ამჟამად საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. „სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოების […]

დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს

დღეს ღამე დედამიწის ნაწილი ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს. The Guardian-ის ცნობით, ლურჯი სუპერმთვარის ნახვა 2-3 წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. ლურჯი მთვარე ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. სუპერმთვარედ კი დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს. NASA-ს ცნობით, ლურჯი სუპერმთვარის ნახვა ოთხშაბათის […]

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რიკოთზე, სოფელ ხევის მიმდებარედ, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის გამოც, მოძრაობა დროებით შეიზღუდა – ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. „კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის […]

საქართველოს რომელ რეგიონშია ე.წ. ხელუხლებელი ტყეები

მაღალმთიან დასახლებებში საქართველოს ტყის რესურსის 98%-ია. ყველაზე ტყიანი რეგიონებია აჭარა (63%) და რაჭა (56%). ტყის მასივების 60%-ზე მეტი ისეთ ფერდობებზეა განლაგებული, რომელთა დახრის კუთხე 25 გრადუსზე მეტია. 35 გრადუსზე მეტი დახრის მქონე ფერდობებზე იზრდება ტყეთა 24% და მათი გამოყენება კანონით აკრძალულია. ტყის თითქმის 60% ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ტყის ეკოსისტემებში გაბატონებული […]