„რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება“ – ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. „პირველ რიგში, ნინო თიბილაშვილს მინდა მივულოცო გუშინ პარალიმპიური თამაშებზე მედლის მოგება, […]

ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა – WISE CAMP მიმდინარეობს

ლიბერთი „მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა. აღნიშნული ბანაკი, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და […]

დმიტრო კულებამ რადას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. „უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დმიტრო კულებასგან, თანამდებობის დატოვების შესახებ“.- განაცხადა სტეფანჩუკმა. მან დოკუმენტის ფოტოც გაასაჯაროვა და განმარტა, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ipn.ge

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე, რომელიც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, თანამდებობას ტოვებს. „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ […]

ISFED-ის ანგარიში – 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, 16-მა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა – გამოვლინდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი

2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების […]

ირაკლი კობახიძე „ძლიერ საქართველოსთან“ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე – ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია

ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებას. მისი შეფასებით, პარტია „ლელო“ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. „მამუკა ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია, რადგან ვერ […]

N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს. „7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის […]

ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსთავში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ […]

მარია ზახაროვა დმიტრო კულებას გადადგომაზე – შემოდგომაა, ფოთოლცვენაა და ტოტები შიშვლდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომას „შემოდგომის ფოთოლცვენას“ უწოდებს. „შემოდგომაა, ფოთოლცვენაა, ტოტები შიშვლდება“, – აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა.

თეონა აქუბარდია – მეორე სემესტრის მოცემულობით, 15 763 მოსწავლეს სოფლიდან სოფელში უწევს სკოლაში სიარული – განათლების მინისტრი მალავს, ეს რა თანხა უჯდება სახელმწიფოს, რაც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს

მეორე სემესტრის მოცემულობით, 243 საჯარო სკოლა არის გადაყვანილი ალტერნატიულ ფართში, ანუ 15 763 მოსწავლეს სოფლიდან სოფელში უწევს სიარული – განათლების მინისტრი მალავს პასუხს კითხვაზე, თუ რა თანხა უჯდება სახელმწიფოს სოფლიდან სოფელში სკოლის მოსწავლეების ტარება, რაც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან განათლების მინისტრის მიმართა, ინფორმაცია მიაწოდოს […]