პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა დაიწყო

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, […]

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6100 აბონენტს გაზის მოწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6100 აბონენტს გაზის მოწოდება დროებით შეუწყდება. „გაცნობებთ, რომ გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 5 სექტემბრის 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება ვარკეთილის III მასივი, ნაკვ. 20 (025)-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი დეველოფმენთი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 22გ, 23, 24, 25, 26, 27, […]

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ორმხრივ შეხვედრას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს. „როგორც შევთანხმდით, ველოდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ბატონ სი ძინპინს, BRICS-ის სამიტზე, ვთავაზობ ორმხრივი სამუშაო შეხვედრის გამართვას ამ სამუშაოს ფარგლებში“, – განაცხადა პუტინმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰან ჟენგთან შეხვედრაზე. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში შეხვდა, რომელიც […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართული ოცნება“ სიძულვილის, გათიშულობისა და ზიზღის კამპანიას აგრძელებს, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი გაურბის ჩვენი ქვეყნიდან

საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სრულ იზოლაციაში შეიყვანა, რომელიც სიღატაკით გვემუქრება. ქართველი ხალხის არჩევანია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნდეს. ის, რომ გვქონდეს ევროპული კეთილდღეობა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხებით, სიძულვილისა და იზოლაციიდან თავის დაღწევით წყდება,- ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში […]

„ქისთოუნ ინვესთმენთსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ქისთოუნ ინვესთმენთსი ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.

სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა – ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან

ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან, ცეცხლი ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ადგილზე მუშაობს 150 მეხანძრე მაშველი, თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან, ოპერაციაში ჩართულები არიან რეინჯერებიც. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი ართულებს. მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეგიონში უკვე გახსნილია საგანგებო სიტუაციების […]

თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

ვერის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისივე განმარტებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. „ვერის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის […]

ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით, ვენესუელაში წელს შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ. მადურომ ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ჯერ სექტემბერია და უკვე შობის სურნელი იგრძნობა. „ამიტომ, წელს, თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად, მე გავცემ განკარგულებას შობის პირველ ოქტომბერს აღნიშვნის შესახებ“, – განაცხადა მადურომ. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადურო შობის თარიღს ცვლის. მან […]

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა – სერგეი შამბა

რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს. „მათი [სანქციების] განხორციელება პირველი სექტემბრიდან უკვე დაიწყო. შეჩერებულია უკვე სოციალური დაფინანსების ნაწილი, რომელიც ეხება […]

ახალდაბის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობაში 4 ვერტმფრენია ჩართული – შსს

ახალდაბაში მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა უთხრა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 4 სექტემბრის 10 საათიდან ავიაციაც ჩაერთო, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულები არიან 150 მეხანძრე-მაშველი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა […]