„ქისთოუნ ინვესთმენთსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ქისთოუნ ინვესთმენთსი ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის. ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში მოიცავს, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მშენებლობა […]

აფხაზურ ოპოზიციას ანტირუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ

აფხაზური პოლიტიკური პარტიის “ამცახარას” განცხადებით, “ოპოზიციას არ აქვს რეალობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა” და სურს მხოლოდ საკუთარი სარგებლის მოპოვება, ხოლო ამისთვის იყენებს ნაციონალისტურ სამობილიზაციო რესურსებსა და ვულგარულ პატრიოტიზმს. “ამცახარა” განცხადებაში გმობს ოპოზიციური ძალების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციისკენ. პარტია მოუწოდებს ყველა “ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებისგან ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის […]

ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე დარჩა 5 დღე

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას. წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო […]

აზერბაიჯანის ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გეგმავენ. ოპოზიციის კანდიდატების თქმით, ჩაყრა, “კარუსელები” და ფალსიფიკაციის სხვა მეთოდები მიზნად ისახავდა დაბალი აქტივობის დამალვას და მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. პარტია “მუსავატის” წარმომადგენლის მუსტაფა გაჯიბეილის თქმით, დარღვევების მასშტაბები ისეთი იყო, რომ “ძნელია იმის დადგენა, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთეს ამომრჩეველმა არჩევანი”. “ამომრჩეველთა […]

“ფლიკი სწორედ მისი წყალობით გვყავს, არაერთი პრობლემა გადაჭრა” – ლაპორტა დეკუთი აღფრთოვანებულია

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კლუბის სპორტული დირექტორის დეკუს შესახებ ისაუბრა. ლაპორტას თქმით, პორტუგალიელმა კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარა, გარდა ამისა გუნდის მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნაც სწორედ მისი დამსახურებაა. “დეკუ შესანიშნავია, მის გამო ძალიან ბედნიერები ვართ, სწორედ პორტუგალიელის დამსახურებაა, რომ ჰანსი ფლიკი ჩვენთანაა, მან კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარა, დეკუ და თავის […]

ნინო დოლიძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არა – მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არ იქნება – მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებზე დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ორგანიზაციისთვის […]

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 3 სექტემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას. რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. როცა პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კანონპროექტს ხელს მოაწერს და კანონად აქცევს, მთავრობა გასცემს დონაციის ორდერს. […]

ზელენსკი კანადას სთხოვს დახმარებას უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვის მოსაპოვებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს სთხოვა დახმარება დასავლელ პარტნიორებთან, რათა მათ უკრაინას ნებართვა მისცენ რუსეთის სიღრმეში განახორციელოს დარტყმები. ზელენსკიმ ამ შინაარსის ცნობა გაავრცელა პლატფორმაზე X, ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ტრუდოს ოფისის განცხადებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმები “კიდევ უფრო მეტად აძლიერებს გლობალურ ერთიანობას და შემართებას უკრაინის მხარდასაჭერად, მომავალ საერთაშორისო ღონისძიებებში”. […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს – ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხუთ პრიორიტეტს დაასახელებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანას, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპული კეთილდღეობის მოტანას. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, აღნიშნულ ხუთ პრიორიტეტს საზოგადოებას „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში დღეს, 18:00 საათზე წარუდგენს. ჭიაბერაშვილის თქმით, […]

ირაკლი ზარქუა – ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ფრთხილად, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაუშავდეს – მშვიდი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების საყრდენი და სიმბოლო, შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან – ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ფრთხილად, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაუშავდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა და ამის […]