„სამართლიანი არჩევნები“ – წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას

წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. კერძოდ, საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების არჩევნების დღის ნაცვლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადანაწილებასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას. […]

,,2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა” – ვინ არის მატარებლის ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი

3 სექტემბერს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი ფეიქრებთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – ავარიის შედეგად საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ერთ-ერთი ლაშა ცაგარეიშვილია. ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყენბს და წერს: ,,აი ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა – დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი 2 თვის წინ ქორწილი […]

მასშტაბური გადაწყვეტილებები სამომავლო ზრდისთვის

2018 წელს დაფუძნებული Space International-ი “თიბისი ჯგუფის” შვილობილი ქართული ციფრული საბანკო პლატფორმაა, რომელიც უზბეკეთის ბაზარზე TBC UZ-ის სახელით ოპერირებს. Space International-ის მომხმარებელთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა და ნათელი გახდა, რომ სამომხმარებლო ბაზის ზრდის ხელშეწყობისთვის და სხვა ქვეყნებში სამომავლო გაფართოებისთვის კომპანიას თანამედროვე მიდგომის დანერგვა სჭირდებოდა. ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და საინჟინრო და მიწოდების პრაქტიკის განახლებისთვის კომპანია Thoughtworks-თან […]

დარჩა 5 დღე ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი. დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც […]

თელ-ავივში საპროტესტო გამოსვლებია, მთავრობას შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ

ისრაელში, თელ-ავივში 3 სექტემბერს გაგრძელდა მასობრივი საპროტესტო აქციები, ასობით მოქალაქე მთავრობას მოუწოდებს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლითაც შინ დაბრუნდებიან ღაზაში დარჩენილი მძევლები. აქციები მოჰყვა ისრაელის არმიის განცხადებას, რომ გამტაცებლებმა ღაზაში ექვსი მძევალი დახოცეს მაშინ, როცა სამხედროები მათი დაკავების ადგილს უახლოვდებოდნენ. ისრაელის ბევრი მოქალაქე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს მძევლებს შორის მსხვერპლის რიცხვის ზრდაში. პარალელურად, აშშ აცხადებს, […]

ტრამპი აცხადებს, რომ აქვს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, თუმცა მას ჯერ ვერ გაამხელს

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს გეგმა, რომელიც “გარანტირებულად” დაასრულებს ომს უკრაინაში – მაგრამ ამ გეგმას მხოლოდ მაშინ გაამხელს, თუკი ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ტრამპი – რესპუბლიკელების კანდიდატი – მხარდაჭერის მაჩვენებლებით მჭიდრო მეტოქეობაშია დემოკრატების კანდიდატთან, კამალა ჰარისთან. ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 3 სექტემბერს თქვა, რომ თუ გაიმარჯვებს, იგი “უზრუნველყოფს შეთანხმებას – გარანტირებულად”. ტრამპის თქმით, […]

დარჩა 5 დღე ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. (R)

ვის შეეხება თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა

4 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 000-მდე სტუდენტს გაეწია. „თბილისის […]

დარჩა 5 დღე ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი. დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც […]

N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს. „7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის […]