აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს. როგორც ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, მგალობლიშვილის კანდიდატურის წარდგენას საბჭოს პრეზიდიუმის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე […]

ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეებმა გზა გადაკეტეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის მოსახლეობამ, ვისაც ყურძენი აქვს გასაყიდი სოფელ ჭიკაანთან ყვარელი- ლავოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. პოლიციის მისვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ყვარლის რაიონში მხოლოდ ერთი ღვინის ქარხანა მუშაობს და ისიც დაბალ ფასს იხდის. მევენახეების თქმით 1 კილოგრამ საფერავში 1.20 თეთრს იხდიან, რაც გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. […]

როგორი იყო “გალერია თბილისისთვის” ზაფხულის სეზონი?

„გალერია თბილისის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზაფხულში სავაჭრო ცენტრის ბრუნვა 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნიკოლოზ ცინცაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. „ჩვენს შემთხვევაში ბრუნვა როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტების ხარჯზე გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო ცენტრი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, მომხმარებლების დიდი წილი ტურისტებზე მოდის. საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზაფხულში მომხმარებლების ჯამური მაჩვენებლების კლება, თუმცა […]

მამუკა მდინარაძე – ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები

ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას: წინ გვაქვს არჩევნები, ჩვენ გეუბნებით რას ვაპირებთ, რის შეტანას ვაპირებთ კონსტიტუციაში, მათ შორის, განსაკუთრებით ვაპირებთ, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და თუ თქვენი ლეგიტიმაცია გვექნება და მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩავწერთ კონსტიტუციაში, რომ როგორც ისტორიაში, ასევე თანამედროვეობაში რაც მათი მხრიდან მსჯელობის დროს წარმოშობილი იდეა […]

ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ვლადიმერ ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. ვლადიმერ ჭინჭარაულის სპორტული მიღწევები: […]

უკრაინის მთავრობის მესამედზე მეტი იცვლება

რამდენიმე მინისტრი იცვლება უკრაინის მთავრობაში, მათ შორის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელიც. დმიტრო კულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის და ცნობილი წარმომადგენელია მათ შორის, ვინც ამ დიდი ცვლილების ფარგლებში თანამდებობას დატოვებს. 43 წლის კულება, რომელიც პოსტზე 2020 წელს დაინიშნა, სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობდა, მოგზაურობდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ხვდებოდა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს, ესაუბრებოდა […]

,,მთელი საქართველო ასეა… რა ხდება, ერთი განცხადება მაინც გაავრცელოს ჯანდაცვის სამინისტრომ” – ხატია დეკანოიძე

ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე: ,,მთელს საქართველოს ენტეროვირუსი აქვს. ბავშვები, დიდები – საშინლად მოდებულია. უმძიმესი ვირუსია, მესამე დღეა წონასწორობა დავკარგე სიარულისას. რა ხდება, ერთი განცხადება მაინც გაავრცელოს ჯანდაცვის სამინისტრომ. რატომ იწამლება დასასველებლად წასული ხალხი ასე სასტიკად და შემდეგ, ეს ვირუსი კატასტროფულად ვრცელდება მთელს ქალაქში. როგორ დავიცვათ ბავშვები, სასწრაფო დახმარებით რომ გადაჰყავთ საავადმყოფოებში? მილიონი კორპუსი ჩადგეს ბათუმში […]

ოსიმენი “გალათასარაიში” გადავიდა – პირობები ცნობილი გახდა

“გალათასარაის” ჩემპიონატზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა და 14 სექტემბერს “რიზესპორს” უმასპინძლებს. ეს გუნდი ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

,, შალვა პაპუაშვილო, მოგატყუეს” – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილს მიმართავს: ,,გუშინ და დღეს გაყოყოჩებულ შალვა პაპუაშვილს ნახავდით. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ პროკურატურის მიერ მის მიმართ გამოძიების დაწყებაზე ზეპირი უარის შემდეგ თავი ქუდში აქვს. შალვა პაპუაშვილო, მოგატყუეს. დღეს ოფიციალურად მივმართე გენერალურ პროკურტურას მოთხოვნით: ან გადმომცენ არგუმენტირებული, სამართლებრივად დასაბუთებული წერილობითი პასუხი, სადაც დეტალურად ახსნიან რატომ ვერ დაინახეს ძალადობისკენ მოწოდება, […]

ოლაფ შოლცი – გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა – ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არ წყდება

გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას საკვანძო როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში “ცის ფარი”, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის კიდევ 16 IRIS-T სისტემას შეუკვეთავს. გერმანული […]