„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს“

ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი […]

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს და პოლტავაზე რუსული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კვლავ ერთგულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების კუთხით. პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას, რომლის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 298 დაშავდა, […]

ნიკა გვარამია – კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, მივყვეთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს – გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ ახალ ქვეყანაში

რამდენი ხანიც ვუპასუხებთ კობახიძის ბოდვებს, იმდენი ხანი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში , – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს“. ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიციამ კობახიძის განცხადებებზე გამოხმაურების ნაცვლად, მოსახლეობას და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი […]

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა “საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული დეკლარაცია კულტურის დემოკრატიულ განვითარებას ისახავს მიზნად. “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” 4 სექტემბერს ოფიციალურად ადასტურებს “კულტურა დემოკრატიისთვის” საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობის დაწყებას და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კოალიციის სახელით ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია ხელს […]

საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტომ საპილოტე სკოლის დირექტორებთან ორდღიანი შეხვედრა გამართა

როგორც მოგეხსენებათ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში 6 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება, ესენია: Front-end დეველოპმენტი; ბაღის დიზაინი; გრაფიკული დიზაინი; სარესტორნო მომსახურება; სასტუმრო მომსახურება; კომპიუტერული […]

ახალი სეზონიდან საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს

4 სექტემბერს, სასტუმრო “სვისჰოტელში”, კომპანია კროკობეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია crocobet – ი დიდი 10-ის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი სეზონიდან სარაგბო ჩემპიონატი crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს. კროკობეთი უკვე მრავალი წელია, რაც ქართული სპორტის მხარდამჭერია. კომპანია გულშემატკივრებსა და crocobetდიდი 10-ის მონაწილე პირებს საინტერესო და დასამახსოვრებელ სეზონებს ჰპირდება. კროკობეთი დიდი 10 -ის […]

პროკურორი – ბრალდებულმა ცინდელიანმა ადამიანი ტანჯვით მოკლა, ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით მიატოვა და წავიდა – ჯერი თქვენზეა ბატონო მოსამართლევ, იმედი მაქვს, უვადო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯით

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძე მოსამართლე გიორგი გელაშვილს მოუწოდა, განაჩენის გამოტანისას ცინდელიანის პიროვნულ მახასიათებლებზე იმსჯელოს. პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომელსაც სასამართლოში მკვლელობის ამსახველი ფოტოსურათების ფონზე წარმოთქვამდა, არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდებულმა მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩაიდინა და რომ ცინდელიანს, არც ერთი შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. “უმძიმესი დანაშაულია […]

ელენე ხოშტარია – დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს

დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც მოსალოდნელ სავარაუდო თავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღერა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია ხალხის დაშინებაზეა აგებული. „დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს. მას ელაპარაკებოდა პარანოიდალურ სცენარებზე. მათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, შეაშინონ და მთელი […]

მეცნიერებმა ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

ჰონგ-კონგში ღორს ენდოსკოპია ჩაუტარდა, მაგრამ ეს შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ პროცედურა დისტანციურად განხორციელდა. სამედიცინო ინსტრუმენტს PlayStation-ის ჯოისტიკით ციურიხში მდებარე ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ, რომელსაც საოპერაციო სივრციდან 9 300 კილომეტრი აშორებდა. ეს ჩინელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და სწრაფი ინტერნეტის დახმარებით შეძლეს. ცნობილია, რომ ეკრანზე ენდოსკოპის კამერის მიერ გადაღებული გამოსახულების დაყოვნება მხოლოდ 300 მილიწამი იყო. უკანასკნელი მიღწევა […]