ლვივში რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო ერთი ოჯახის ოთხი წევრია მოკლული

ოთხშაბათს, რუსეთმა მორიგი საჰარეო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. ერთ-ერთი სამიზნე ლვივი იყო. თავდასხმის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი, მათ შორის – ერთი ოჯახის ოთხი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. ლვივის მერის თქმით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა, იაროსლავ ბაზილევიჩმა, ცოლი და სამი შვილი დაკარგა. ბაზილევიჩის შვილები 7, 18 და 21 წლისები იყვნენ. “ევროპის ცენტრში რუსეთი ანადგურებს უკრაინელებს, ოჯახებიანად […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის […]

საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კახარმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის დაღუპვის გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. „დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია – გამორჩეული თავისი ადამიანობით, გულისხმიერებით, განსაკუთრებული […]

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა – როგორია სექტორის 6 თვის შედეგები?

2024 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით სექტემბერში 22.6 ათასი ტონით მეტ ნავთობს გადაქაჩავს

ნავთობსატრანსპორტო კომპანია, “ყაზტრანსოილი” სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 140.000 ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავს, მაშინ, როცა აგვისტოში მიწოდებამ 117.390 ტონა შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს. ბთჯ-ის მილსადენით 140.000 ტონა ნავთობმიწოდებას “ყაზტრანსოილი” ივლისშიც გეგმავდა. ბთჯ-ის მილსადენს ნავთობი, ძირითადად, თენგიზის საბადოდან მიეწოდება, სადაც აგვისტოში გეგმიური ტექნიკური სამუშაოები შესრულდა. Reuters წერს, რომ ევროპაში ყაზახური ნედლეულის მიმართ […]

ბიუროკრატია იზრდება, რაც სავალალო სიგნალია ინვესტორებისთვის – გიორგი აბრამიშვილი

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მზარდი ბიუროკრატიაა. როგორც აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ერთი მხრივ, არის არასტაბილური გარემო, რაც ენერგეტიკაში გრძელვადიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებას აფერხებს. მეორე მხრივ კი, მზარდი ბიუროკრატია. „სამწუხაროდ, გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ყველა მხრივ არასტაბილურ გარემოსი ვცხოვრობთ. ეს არასტაბილურობა იწვევს […]

რისი ნახვა (არ) ეკრძალებათ ბავშვებს კინოში “ოცნების” კანონპროექტით

„ქართული ოცნების“ წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კინოთეატრში არ შეუშვებენ არასრულწლოვანს, თუ იქ ისეთი ფილმის ჩვენება იქნება, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური სცენებია მოცემული. ამის შესახებ მან დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა პარლამენტში ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა […]

ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, ათასობით და ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომელთაც საკუთარი მყარი რწმენა აქვთ და სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ

ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, ათასობით და ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომელთაც საკუთარი მყარი რწმენა აქვთ და სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას: წინ გვაქვს არჩევნები, ჩვენ გეუბნებით რას ვაპირებთ, რის შეტანას ვაპირებთ კონსტიტუციაში, მათ შორის, განსაკუთრებით ვაპირებთ, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ […]

ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა

ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ ყვარელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლში საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა. ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მათი 5 პრიორიტეტი დაასახელა, კერძოდ: · ევროკავშირიში გაწევრიანება; · შემოსავლების ზრდა; · პენსიონერების დაცვა; · ძლიერი ოჯახი; · ფასების მონოპოლიის დასრულება. ბოკუჩავას განცხადებით, ამოძრავებთ იდეა, რომ საქართველო საკუთარი უნიკალურობით გახდეს ევროპის ცივილური ოჯახის წევრი. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე […]