საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს – ჯანდაცვის ასოციაციის წევრი

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი მარინა დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულების ამოქმედება გადავადდეს.

გაერო მიესალმა ღაზაში პოლიომიელიტის ვაქცინაციაში წინსვლას და ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა მოითხოვა

პალესტინელთა საკითხებზე მომუშავე გაეროს მთავარმა უწყებამ, UNRWA-მ, 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ღაზის სექტორში ბავშვებს შორის პოლიომიელიტის აცრაში. ამავე დროს ის გამოვიდა 11-თვიან ომში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მოწოდებით, რათა მოხერხდეს ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქება. გაეროს უწყებამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში სამდღიანი ვაქცინაციის კამპანიის განმავლობაში 187 ათასამდე ბავშვი აცრეს. კამპანიის მეორე ეტაპზე […]

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლი მოიპოვა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა. ქართველმა პარამსროლელმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე […]

ველით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებას… გაიაფებული რესურსით ოპერირებას გრძელვადიანად შევძლებთ – მისო-ების ასოციაცია

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი ამბობს, რომ მეორე კვარტალში სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საკრედიტო პორტფელის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სესხის გამცემი სუბიექტების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შერწყმას უკავშირდებოდა. ამის შესახებ მან “საქმის კურსში” ისაუბრა. 2024 წლის 6 თვეში მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, საქმიანობიდან 24.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის […]

ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან – ვოლოდიმირ ზელენსკი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. „მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს უკრაინას […]

ოსიმენის შემდეგ “გალათასარაიმ” შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული დაიმატოს

ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, “გალათასარაიმ” შეიძლება ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო დაიმატოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. კაზემირო “მანჩესტერში” კარგად ვერ თამაშობს და ახლახან პსჟ-სგან შეძენილი მანუელ უგარტე მის შესაცვლელად მზადაა. პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია (კვირაში 300 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს) და თუ სტამბოლურ გუნდში იჯარით გადავიდა, შეიძლება გასამრჯელოს ნაწილის გადახდა “მანჩესტერს” მოუწიოს. კაზემირომ “იუნაიტედში” ორ […]

ლავროვმა რუსეთის “წითელი ხაზების” თაობაზე გააფრთხილა დასავლეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა ცნობაზე იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა JASSM-ების გამოყენების უფლების მიცემას. რაკეტების მოქმედების რადიუსი 900 კილომეტრამდეა, მათ F-16 გამანადგურებლებიდან უშვებენ. „მათ უნდა ესმოდეთ ჩვენი ‘წითელი ხაზების’ შესახებ. არ არის საჭირო ჩვენს ‘წითელ ხაზებზე’ ხუმრობა. და მათ მშვენივრად იციან, სად გადის ისინი,“ უთხრა […]

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა

“კი ევროპას, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ქართული ოჯახი, ფასების მაფიის დასრულება”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელმაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ხუთი მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა. გამოსვლაში ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “ჩვენ დღეს ვიმყოფებით […]

„აბსოლუტურად მიუღებელია“ — იოსელიანი „ნახმარ სახეებზე“ კომენტარს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის გამონათქვამს, როცა მან მმართველი პარტიის წევრთა მისამართით ფორმულირება „ნახმარი სახეები“ გამოიყენა. სახალხო დამცველის შეფასებით მსგავსი რამ აბსოლუტურად მიუღებელია. „სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს […]

ფოტორეპორტაჟი დაბომბილი ლვივიდან

ლვივში დაღუპულთა შორის ოჯახის ოთხი წევრია – დედა და მისი სამი ქალიშვილი. 4 სექტემბერს რუსეთმა დრონებით დაბომბა უკრაინის ქალაქი ლვივი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. 7 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია ისტორიული შენობები.