ევროკავშირმა 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერა

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია. საელჩო მიზეზად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. „პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან – ივნისამდე პერიოდში განხორციელდა. ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, […]
გვარამია ოცნებაზე: თუ მთავრობაში დავტოვებთ, სანქციები ხალხზეც გავრცელდება

ქართველი ხალხი სანქციებით არ დაზარალდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში ვტოვებთ იმგვარ ხალხს, ვინც მსოფლიო დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიდის, მაშინ ჩვენ თანამონაწილე ვხდებით ამგვარი პროცესების განვითარების და მერე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ იზოლაციონიზმი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეტრფის და აკეთკენ მიდის, გავრცელდება ჩვენზეც, მაგრამ ეს იქნება ჩვენი არჩევანი. აშშ და ევროკავშირი და ასევე […]
„ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, საკრებულოს წევრს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
ფსევდო-NGO “სამართლიანი არჩევნები”, კოლექტიური ეკა გიგაურების პოლიტიკური კანტორების მსგავსად, არა ამომრჩეველთა ნების გამოხატვას იცავს, არამედ “30 ვერცხლად”, რომელსაც მრავალათასიანი გრანტები ეწოდება
ფსევდო-NGO “სამართლიანი არჩევნები”, კოლექტიური ეკა გიგაურების პოლიტიკური კანტორების მსგავსად, არა ამომრჩეველთა ნების გამოხატვას იცავს, არამედ “30 ვერცხლად”, რომელსაც მრავალათასიანი გრანტები ეწოდება “ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელი ISFED აცხადებს, რომ არჩევნებს დააკვირდებიან “მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არ იქნება” – ეტყობა, დამკვეთთაგან მორიგ დესტრუქციაზე დაკვეთა იგულისხმა ანდა ამომრჩეველზე მათი ზეწოლა”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. აბაშიძე ISFED-ის შესახებ […]
ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ადგილობრივი პროკურორის ოფისი და სანაპირო დაცვა ავრცელებენ. მიგრანტთა ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ჩაიძირა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10 ქალი იყო და ორი მამაკაცი. დაღუპულთა შორის 6 ბავშვი იყო და ერთი ორსული ქალი. საფრანგეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა […]
კრემლი: დასავლეთისგან მომდინარე საფრთხე ბირთვული დოქტრინის გადახედვას გვაიძულებს

ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ თავისი ბირთვული დოქტრინის გადახედვის პროცესშია. ამის მიზეზი მოსკოვის განმარტებით ისაა, რომ შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში ომის ესკალაციით რუსეთს ემუქრებოდნენ და მოსკოვის ლეგიტიმურ უსაფრთხოების ინტერესებს სრულად უგულებელყოფდნენ. დოქტრინა ადგენს გარემოებებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს მოსკოვმა ბირთვული იარაღი. რუსეთი, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოა. კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა, ამ თემაზე მოსკოვის დღემდე […]
კიევის ცნობით, რუსეთმა იერიში უკრაინის ენერგოსექტორზე 9 რეგიონში მიიტანა

უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ 4 სექტემბერს, რუსეთის ავიაციამ ისევ შეუტია ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. საჰაერო იერიშების სამიზნე ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის 9 რეგიონი აღმოჩნდა. ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს დასავლეთში ლვივის, ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმისა და ხარკივის რეგიონში, ასევე – დონეცკში აღმოსავლეთით, ქვეყნის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში დნეპროპეტროვსკში და სამხრეთში – მიკოლაივში. ინფორმაციას სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” ენერგეტიკის […]
ნეაპოლში მარადონას პატივსაცემად ტეკილა ბუცის ფორმის ბოთლში ჩამოასხეს

ნეაპოლში (იტალია) დიეგო მარადონას პატივსაცემად ოქროს ბუცის ფორმის ბოთლში ტეკილას საკოლექციო ვერსია გასაყიდად ჩაუშვეს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. ტეკილა მექსიკის ქალაქ გუანახუატოში დამზადდა. გამოცემის ცნობით, მარადონა ნეაპოლის მცხოვრებლებისთვის საკულტო ფიგურაა და ქალაქის სპორტულ-კულტურულ სფეროებში მისი გავლენა დღემდე იგრძნობა. ლიმიტირებული რაოდენობის ტეკილის ბოთლის ფასი, დაახლოებით, 151,5 დოლარია. ცნობისთვის: მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, გულის შეტევით 60 წლის […]
„ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და რუსეთი წარმოადგენდა“ – ეროვნული ბანკი

ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.8%-ით დაიკლო და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 17.1%-ით 33.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს. „ივლისში, რუსეთიდან […]
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს. ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის […]