დეკანოიძე ეძგვერაძის დაკავებაზე: პოლიციის ველური “ბიძინიზმი” აქტიურ ფაზაში შევიდა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძის დააკავებას ეხმაურება. “საკრებულოს წევრების ხელების გრეხით გატაცებაა თურმე “არჩევნები”. პოლიციის ველური “ბიძინიზმი” შევიდა აქტიურ ფაზაში, თუმცა ყველას მიაგდებს არჩევნების შემდეგ… დაიმახსოვრეთ…”, – წერს დეკანოიძე.
სტანო: „პაკეტი ძირს უთხრის მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“

4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღეს კანონპროექტების პაკეტი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ბევრი შეფასებით, ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. […]
თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე – პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ

ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება. როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ნაცვლად უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლისა, გამუდმებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს. „ირაკლი კობახიძემ დააანონსა ძალადობა […]
გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება

ხელისუფლების მიერ ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის უკანონო დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ “ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და […]
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ეძგვერაძისა და ნადირაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება შსს-ს მიერ მათი პარტიის ორი წევრის, ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას. პარტიაში ამას პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ ძალადობას უკავშირებენ და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. „“ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ […]
მამარდაშვილი France Football-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ნომინანტებშია!

“ფრანს ფუტბოლი” “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე გასული სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ცნობილი გახდა ლევ იაშინის პრიზის 10 პრეტენდენტი, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილია. პრიზის ნომინანტები არიან: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი […]
უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი არ განიხილა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი არ განიხილა. პარლამენტის სხდომა უკვე დაიხურა. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნაკის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე საკადრო ცვლილებების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას გათავისუფლების საკითხი „სასწრაფოდ გადადეს“. საკითხის განხილვის გადადების მიზეზი უცნობია. მანამდე, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკის, […]
გლდანში საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს – ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძე

გლდანში, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე („ნაციონალური მოძრაობა“) დააკავეს. აქამდე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მის საცხოვრებელთან სახლთან იყო მობილიზებული პოლიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კი წერდა, რომ პოლიციას დეპუტატი „ტყვედ ჰყავდა“ აყვანილი. შს სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. თავად დეპუტატი, უწყების განცხადებით, პოლიციას ხელს უშლიდა, რაც გახდა მისი დაკავების მიზეზი. ეძგვერაძეს […]
ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე – წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! “ცენზურასთან მებრძოლ” კინოშანტრაპას კი ვუსამძიმრებ

ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე – წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! “ცენზურასთან მებრძოლ” კინოშანტრაპას კი ვუსამძიმრებ ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კინოცენტრი და […]
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების – ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. “ერთიანობა […]