6 თვეში სამედიცინო დაზღვევაში მიზიდულმა პრემიამ 341 მილიონი ლარი შეადგინა

2024 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 341 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 279,8 მლნ. ლარს შეადგენდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერი ისევ „ჯიპიაია“ 25%-იანი წილით, მეორეა იმედი ელი 20%-ით, მესამე კი არდი 14%-ით. ქვეყანაში 735 061 მოქმედი სამედიცინო პოლისია, რაც უმნიშვნელო ზრდაა […]

5 სექტემბერს პარიზის პარალიმპიადაზე ერთი ქართველი სპორტსმენი – ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება პარაძიუდოში დაიწყება. ჩვენი უძლიერესი პარანაკრები მზად არის გაზარდოს ქართველთა მონაგარი. საქართველოს ღირსებას ტატამზე ზურაბ ზურაბიანი (-60კგ. კატეგორია J2) დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება. ზურაბიანი პარიზი 2024-ზე მესამე ნომრად არის განთესილი. დასაწყისი 12:00 სთ.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

19-22 სექტემბერს, ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა […]

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია – საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა – მტრის ვერცერთმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამიზნეს რუსული ძალების მიერ გაშვებულმა ვერცერთმა დრონმა ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. „მორიგი ხანგრძლივი მასიური თავდასხმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით. დედაქალაქში განგაში 9 საათზე მეტ ხანს უწყვეტად გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული დრონები, პირველადი ინფორმაციით, Shahed-ები, ცდილობდნენ დედაქალაქზე შეტევას. ამჯერად […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერთან, დევიდ ჰიდლსტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დევიდ ჰიდლსტონს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა […]

Lego ეკომეგობრული სათამაშოების წარმოებაზე გადადის

სათამაშოების მწარმოებელი Lego განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კომპანია წარმოებაში წიაღისეული საწვავის წილს შეამცირებს და კონსტრუქტორებსა და სამშენებლო ფიგურებს უფრო ძვირად ღირებული, განახლებადი და გადამუშავებული პლასტმასისგან დაამზადებს. კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მწარმოებლებთან, რომლებიც აღნიშნული მასალის მიწოდებას შეძლებენ. კომპანიის ინფორმაციით, Lego-მ უკვე გამოცადა 600-მდე სხვადასხვა მასალა, რომლითაც ზეთზე დაფუძნებულ პლასტმასის კუბიკებს ჩაანაცვლებდა, თუმცა წარუმატებლად, რის გამოც კომპანია […]

სომხეთი რუსეთში „ბრიკსის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაესწრება „ბრიკსის“ ალიანსის სამიტს, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ტარდება. „დიახ, მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა 4 სექტემბერს. რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახური წერს, რომ ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია კომენტარი, პირადად პრემიერი ფაშინიანი მიიღებს თუ არა მონაწილეობას. სომხეთი ყაზანში „ბრიკსის“ სამიტს დაესწრება რუსეთთან […]

იოსელიანმა აშშ-ში სახდეპისა და USAID-ის წარმომადგენლებთან რუსული კანონი, არჩევნები განიხილა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობას შეხვდნენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საუბარი რუსულ კანონსა და მოახლოებულ არჩევნებს შეეხო. შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

“არ ვიცოდი, ფეხბურთელი, რომ იყო… ერთი ნათხვით შემიყვარდა” – გაბრიელე მირანდამ მოჰყვა, რას გრძნობდა, ფიქრობდა და როგორ შეუყვარდა პირველსავე დანახვაზე სიგიჟემდე ენდრიკი

“არ ვიცოდი, ფეხბურთელი, რომ იყო… ერთი ნათხვით შემიყვარდა” – გაბრიელე მირანდამ მოჰყვა, რას გრძნობდა, ფიქრობდა და როგორ შეუყვარდა პირველსავე დანახვაზე სიგიჟემდე ენდრიკი მაგ ბიჭის დანახვაზე ყველა ლამაზმანს და მოდელს მასე მოუვიდოდა. მზის სათვალეებიც არაა საჭირო რომ დაინახო ყველაფერი რაც ამ გოგონამ პირველივე დანახვაზე შენიშნა.

მაია ბითაძე „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე – სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წყალტუბოში, „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება. მაია ბითაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს […]