პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა […]
გივი მიქანაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე – ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს“. „გუშინ, წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე, ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა […]
ადვოკატი – ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა – აუცილებელია სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს – სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა

აუცილებელია სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულა პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. „ჩვენ ვნახეთ, ცეცხლსასროლი იარაღებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა როგორ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც თბილისის […]
სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართეს

სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს, სადაც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, მედიკამენტების არ არსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც. ამასთან, მოქალაქეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 19 სექტემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მუდმივ პროტესტს დაიწყებენ. „აქ კიდევ […]
საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი მომხმარებლის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის შემდგომ განვითარებას და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს მათ შორის საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, […]
ბათუმში, ხმაურის გამო, 38 სუბიექტი 221 300 ლარით დაჯარიმდა

წელს, ბათუმში ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების ფაქტზე 38 სუბიექტი 221 300 ლარით დაჯარიმდა. როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 78 შეტყობინება დაფიქსირდა. ხმაურის ნორმების გადამეტებაზე მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთების პირობა დაასახელა

მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებაზე საუბარი დაიწყეს. ამის შესახებ NEWS.ru-სთან დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი საკითხები ხალხმა რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. “აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სხვა სუვერენული სახელმწიფოების საკითხები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყოფნა სურთ, სახალხო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. მიერთების […]
დღეს პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ჩილელი ჯოან ერერა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:10 საათზე დაიწყება. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს – ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ […]
ხმაური გლდანში – ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიების დროს, ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეს სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა

ხმაური იყო გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეს. ოპოზიციონერმა მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი […]
„გასულ წელს საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს ჰქონდა“

2023 წელს, საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს ჰქონდა, წინა წლებში კი ეს რაოდენობა 70%-სა 80%-ს შორის მერყეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. „საარსებო მინიმუმისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის საჭირო ხარჯს მოიცავს და რომლის გამოთვლის მეთოდსაც ბევრი აყენებს ეჭვქვეშ, საცხოვრებელი ხელფასი ფიზიკური გადარჩენის გარდა, ადამიანის და მისი ოჯახის განვითარების გარკვეულ […]