Spiegel-ი წერს, რომ ზელენსკი რამშტაინის შეხვედრას დაესწრება, და შორი მოქმედების რაკეტებს მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 სექტემბერს მიიღებს მონაწილეობას ე.წ. რამშტაინის ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მონაწილეები, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უკრაინას იარაღს აწვდიან – იტყობინება გერმანული ჟურნალი Spiegel-ი. მოსალოდნელია, რომ ზელენსკი მოითხოვს მეტი იარაღის მიწოდებას, განსაკუთრებით შორი მოქმედების რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის მეტ საშუალებებს. თავდაცვის მინისტრების შეკრება გერმანიაში – რამშტაინში – აშშ-ს საჰაერო ბაზაზე იმართება. 2022 წელს რუსეთის […]

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ კანონპროექტზე ევროსაბჭოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროპის საბჭოს სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ბოლო თვეებში ხელისუფლების მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც „ლგბტ(ქ)ი ადამიანებს პრაქტიკულად ართმევს საბაზისო პირად და ოჯახურ უფლებებს და გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლების უფლებებზე ცენზურას აწესებს“. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიშით „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებზე ადამიანის […]

“ჯუღელისთვის ხვიჩა პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარიერის მის ირგვლივ აწყობა უნდა” – იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა კვარაცხელიას აგენტზე ისაუბრა

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში “ნაპოლისთან” ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებასა და მის აგენტ მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. “კვარაცხელია ჯუღელისთვის პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას სურს, საკუთარი კარიერა ხვიჩას ირგვლივ ააწყოს. პირველ რიგში, აგენტს უნდა, რომ “კვარა” ბედნიერი იყოს და სხვასთან არ წავიდეს. შენ მას უბრალოდ ფული უნდა გადაუხადო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ […]

მამუკა მდინარაძე – „ნაცური“ პროპაგანდა კლავს

„ნაცური“ პროპაგანდა კლავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებას. მდინარაძემ გაიხსენა 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტიც და აღნიშნული შემთხვევები „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას დაუკავშირა. „ძალიან მძიმე შემთხვევაა. „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ მმართველობის პერიოდში, ახლა ამას ახერხებენ სიტყვით. ამის არაერთი შემთხვევაა. […]

ქალაქ მარნეულში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 000 ბენეფიციარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით შეძლებს სარგებლობას. მარნეულის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მარნეულის გარკვეულ ქუჩებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე დაზიანებული გზების სავალი ნაწილის სრულად აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის […]

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი -„Terra Tech“ „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

მიმდინარე წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი -„Terra Tech“ „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულების გამოწვევის ფონდი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ „ნასას“ ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, „ნასას“ ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში ათასწლეულის ფონდის […]

ბექა დავითულიანი – წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს – ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია

წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს – ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია, – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა. დავითულიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დაძაბულობის ფონის შექმნას აუცილებლად შეეცდება. „ოპოზიციას არ აკმაყოფილებს შედეგები, რასაც ის წინასწარ კვლევებში ხედავს. როგორც ყველა სხვა არჩევნების დროს, ახლაც არჩევნების მეორე ტურისთვის მოემზადებიან“, […]

ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს ესმის, ვისთან აქვს საქმე და რომ მეორე მხარე თავის ვალდებულებებს არღვევს. „ჩვენ გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე, ხალხი, ვინც არ აფასებს და პატივს არ სცემს სხვა ქვეყნების და ხალხების ინტერესებს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. ისინი ადვილად არღვევენ ყველა ვალდებულებას, ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი“, – განაცხადა პუტინმა […]

საქართველოს 67 000-მდე მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება

საქართველოს 67 000-მდე მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის კითხვის პასუხად. უწყების ცნობით, 2024 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 66 809 მოქალაქე, საიდანაც სრულწლოვანია 65 216, ხოლო არასრულწლოვანი 1 593 პირი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველებს ქართულ არჩევნებში მონაწილეობა 3 პირობით შეუძლიათ: […]

საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს – ჯანდაცვის ასოციაციის წევრი

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი მარინა დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულების ამოქმედება გადავადდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლის იანვრამდე უნდა მოასწრონ. მარინა დარახველიძემ პროცესის მიმდინარეობის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. „[გადავადებაზე] მტკიცებით ფორმაში საუბარი გამიჭირდება, ზეპირსიტყვიერად გვაქვს ეს ინფორმაცია გაგებული. მოგეხსენებათ, აკრედიტაცია […]