თბილისის აეროპორტში 10 კილომდე ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს – საბაჟო-გამშვებ პუნქტნ “თბილისის აეროპორტიდან” საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, პროდუქცია რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული, რომლის საბაჟო ღირებულებამ ჯამურად 24344,98 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო […]

,,ვეკითხები სააკაშვილს, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია საუკუნის თაღლითმა ნიკა გვარამიამ“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,12 წელია ლეიბორისტული პარტიის ხსენება ივანიშვილმა აიკრძალა ტელეკომპანია იმედზე.ამას ძნელად მაგრამ მაინც მივეჩვიეთ.აი უკვე სამი წელია ბიძინასივე მეთოდით აიკრძალა ე.წ —მთავარ არხზე— ლეიბორისტების ხსენება,ეს ჩვენთვის ნამდვილად რჩება გამოცანად. მინდა საჯაროდ ვკითხო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს—–როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია საუკუნის თაღლითმა ნიკა გვარამიამ,რომელიც ჩვენი დაკეტვით ბიძინას ევაჭრება ქვეყნის ბედის კვლავ გამრუდებაზე. ყველაფერს […]

უკრაინის რადამ დმიტრო კულება საგარეო მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 240-მა სახალხო დეპუტატმა მისცა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დმიტრო კულებამ საგარეო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უმაღლეს რადას განცხადებით მიმართა.

ბექა დავითულიანი – პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს – მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს – მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა. „რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოქმედებებს, მათ იციან, რომ არაპოპულარულია პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის არმიცემა – ამიტომ ცდილობენ თავი აარიდონ“, – აღნიშნა […]

რუსეთმა კიევზე ახალი იერიში მიიტანა დრონებით

5 სექტემბერს დილით კიევის მოსახლეობას ქალაქის ხელისუფლებამ მოუწოდა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპილოტო თვითმფრინავებით იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე. თავდასხმა უფრო ადრე, ღამით დაიწყო. “დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ჯერ კიდევ არის რამდენიმე დრონი. არ დატოვოთ თავშესაფრები!” გააფრთხილა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობა Telegram-ის გზით “საჰაერო განგაში გრძელდება, დედაქალაქში მოქმედებს საჰაერო თავდაცვა. დარჩით თავშესაფრებში, სანამ […]

მამუკა მდინარაძე – საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ დავამარცხოთ ის პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია 2-3 თაობაში მოახერხოს ის, რაც ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა

ქართული საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ ის „თანამედროვე“, „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც […]

პაატა მანჯგალაძე – არ არსებობს თემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია

არჩევნები ახლოვდება და იმის ნაცვლად, ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონკურენცია ჰქონდეს, თუ რას გავაკეთებთ ხალხისთვის, ხალხის დაშინებაზე არიან გადასულები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ოცნება“ სხვადასხვა თემით სპეკულირებს, რასაც ხალხმა ეროვნული თანხმობა უნდა დაუპირისპიროს. „26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და იმის ნაცვლად, ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონკურენცია ჰქონდეს, თუ რას გავაკეთებთ ხალხისთვის, ხალხის […]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული „რიყეობა“ გაიმართა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი – მამუკა წოწერია მოადგილეებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. მამუკა წოწერიამ, ადგილობრივებს სოფლის დღესასწაული მიულოცა. განსაკუთრებით აღნიშნა, რიყის მკვიდრის, სახელოვანი სპორტსმენის ავთანდილ გახოკიძის ღვაწლი […]

ბაქო კვლავ ადანაშაულებს ერევანს საზღვარზე სროლაში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის ოლქის მიმართულებით. სამხედრო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა საჭირო ზომები უკვე მიიღო. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ტელეგრამ არხზე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს დაახლოებით 19:35 საათზე სომხეთის […]

არჩევნებამდე დარჩენილ დროში კიდევ ბევრ ასეთ ბრძნულ და შორს-მჭვრეტელ შეფასებებს უნდა ველოდოთ და ყველამ ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ – ვიცინოთ თუ ვიტიროთ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გუშინ კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან ღაზაში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს შვედი უფლებადამცველი გრეტა ტუნბერგი, თუმცა ეს არავის შეუფასებია, როგორც პალესტინელების მხარდამჭერი და ანტიებრაული, პროირანუ-ლი ან პრორუსული ჯგუფის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტი, თბილისში 2 ნაცი ირაკლის დაკავება კი მაშინვე შეფასდა პრორუსული […]