ნატურალური თაფლის ექსპორტი დაბალი ფასის გამო 88%-ით შემცირდა – ასოციაცია

ნატურალური თაფლის ექსპორტი 2024 წლის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%–ით არის შემცირებული. მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავას თქმით, ამ პროდუქტის ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია იმან, რომ ევროპის ბაზარზე თაფლის საექსპორტო ფასი არის დაბალი, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აკაციის თაფლზე, რომლის მოსავალიც საქართველოში მიმდინარე წელს მცირე იყო. ალეკო პაპავას განმარტებით, ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე […]
მუხთარლი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოვუგე

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ევროსასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა მოუგო. მუხთარლიმ ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მისი უდანაშაულობის ფაქტი დადასტურდა. “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში ჩემი გატაცების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. პასუხისმგებლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს დააკისრეს. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატებს, რომლებიც მიცავდნენ პატიმრობის პერიოდში – ნემატ ქერიმლის, ელჩინ სადიგოვის, ნიკოლოზ ლეგაშვილს და ზიბეიდა სადიგოვას. ჩემი ადვოკატები […]
“ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ წინასწარი ტარიფის დაწესების აუცილებლობაა” – ლექვინაძე არმატურის ბაზრის შესწავლაზე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) რუსეთიდან და ირანიდან არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო. სააგენტო შეისწავლის, ხომ არ იყიდება იმპორტირებული არმატურა საქართველოში ნორმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას აზიანებს. bm.ge-მ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა კითხვებით, თუ რა ეტაპზეა შესწავლა და როდის იქნება დასკვნა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს შუალედური ანგარიშის მომზადების […]
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში […]
სოფელ გეგუთის მაჟორიტარი როლანდ ნუცუბიძეზე – ლანძღავდა ერმილე გიგიაძეს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის და ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენ რა გაგიკეთებიათ, აქ რატომ გააკეთეთ ეს ოფისი, თქვენ ქვეყანას აქცევთ, ღუპავთ, კარგავთ ქვეყნის მომავალსო, […]
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა

მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა – კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა. პარლამენტმა “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით – 80 ხმით დაამტკიცა. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა, ძალაში მომავალი წლის იანვრიდან უნდა […]
ინციდენტი მოხდა მიუნხენში ისრაელის საკონსულოსთან – ეჭვმიტანილი მოკლულია

გერმანიის სამხრეთის ქალაქ მიუნხენში ისრაელის გენერალურ საკონსულოსთან და ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიის მუზეუმთან პოლიციელებმა ეჭვმიტანილ პირს ცეცხლი გაუხსნეს. ეჭვმიტანილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, განაცხადა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოახიმ ჰერმანმა. პოლიციამ განაცხადა, რომ მოკლულ ეჭვმიტანილს თან ჰქონდა თოფი. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კიდევ ერთი დაჭრილი. სროლაში მონაწილეობდა ხუთი პოლიციელი. ეჭვმიტანილის ვინაობა დგინდება, […]
“ფლუმინენსეს” სტადიონი მარსელოს საპატივცემულოდ სახელს შეიცვლის

ბრაზილიური “ფლუმინენსეს” სტადიონი დღეს სახელს ოფიციალურად შეიცვლის და კლუბის მცველის, მარსელოს საპატივცემულოდ Marcelo Vieira Stadium-ი დაერქმევა. მარსელო ამ გუნდის აღზრდილია, საიდანაც მადრიდის “რეალს” მიაშურა და იქ 15 წელი დაჰყო, მერე კი ერთი სეზონი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” ბურთაობდა, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან “ფლუმინენსეს” ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 […]
„გადამუშავებულია 25 000 ტონამდე ყურძენი“ – ღვინის ეროვნული სააგენტო

„გადამუშავებულია 25 000 ტონამდე ყურძენი“ – ღვინის ეროვნული სააგენტო 5 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 25 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 12 ათას ტონამდე რქაწითელი, 7.5 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უახლოეს დღეებში ყურძნის მოსავლის დაბინავება გურჯაანში, ყვარელსა და თელავში დაიწყება. დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 300 ღვინის საწარმო, […]
BAG-ში საქართველო-მალაიზიის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

BAG-ში საქართველო-მალაიზიის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მალაიზიის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობისა და ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მალაიზიის მხარეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო […]