უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 255-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადებას ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე-პრემიერ-მინისტრის და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ […]
დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე ფსკერს ქვემოთ დაეშვა ამ განცხადების გაკეთების დროს – თუკი ვინმემ ბოდიში მოიხადა ამ კუთხით, მისასალმებელია, მაგრამ ბოდიში არ არის წამალი

სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე ფსკერს ქვემოთ დაეშვა ამ განცხადების გაკეთების დროს – თუკი ვინმემ ბოდიში მოიხადა ამ კუთხით, მისასალმებელია, მაგრამ ბოდიში არ არის წამალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ლაშა ბაქრაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი რაღაც განცხადებას გააკეთებს, ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. „სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე […]
რადამ კულებას გადაყენებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 სექტემბერს, 240 ხმით მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დმირტო კულებას თანამდებობიდან გადაყენებას. 4 სექტემბერს გახდა ცნობილ კულებას გადადგომის თაობაზე განცხადების შესახებ, ოთხშაბათს რადამ კიდევ რამდენიმე მინისტრის თანამდებობოდან გადაყენების საკითხი განიხილა, კულებას განცხადების განხილვა კი ხუთშაბათისთვის გადადო. თავად კულებას პოსტის დატოვებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, უკრაინის მაუწყებლის “Суспільне”-ს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ […]
მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინას უცხოპლანეტელი მართავენ – პუტინი

“მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან, ან უცხოელები” – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინასთან ომზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები “კოლოსალურია“. ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან ან უცხოელები… არ ფიქრობენ უბრალოდ [ხალხზე]”, – თქვა […]
“უარი ვთქვათ დირექტორობაზე, ჭმაზე, სმაზე, მოწევაზე, სექსზე, კუჭში გასვლაზე, ტიკ-ტოკზე…” – ვატო გელაშვილი

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი: დიდი საზოგადო მოღვაწე, ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი, საკრებულოს წევრი და პროდასავლური იდეოლოგიის დამფუძნებელი მამა. ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა) დაუკავებია გუშინ პოლიციას. დიდი რეპრესიული მანქანა ჩართო ივანიშვილმა ოპონენტების გასანადგურებლად. მასთან ერთად დაუკავებით, ასევე ღვაწლმოსილი საკრებულოს რამდენიმე გზის წევრი ხაბეიშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელი ირაკლი ნადირაძე. რა უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ხომ ხვდებით ხალხო. ამიტომ ქუდზე […]
“უკრაინელებმა დრონებით აალებადი ნივთიერება თერმიტის გამოყენება დაიწყეს”– რუსეთ–უკრაინის ომი – გიორგი კობერიძე

რუსეთ-უკრაინის ომი – რუსული შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაზე შენელდა. უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და რამდენიმე დაკარგული პოზიცია დაიბრუნეს. ქალაქი სელიდოვეს აღება რუს მოიერიშეებს არ გამოუვიდათ, მიუხედავად მოლოდინისა, რომ ქალაქი შეიძლება რამდენიმე დღეში დაცემულიყო. ბრძოლა ჯერ კიდევ სელიდოვეს შესასვლელში მიმდინარეობს. მსგავსი სიტუაციაა ქალაქ ჰროდივკასთანაც, რომელსაც რუსული შემტევი ნაწილები განსაკუთრებით ინტენსიურად უტევენ, მაგრამ უკრაინელებს დასახლება ძალიან […]
ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას – უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში

უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას. მან დღევანდელ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დისკუსია და დებატები გაიხსნას იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს. ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც, მისი თქმით, […]
დავით მათიკაშვილი – როცა მიუნხენის აეროპორტიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ვბრუნდებოდი, ჩემთვის უცნობი ქალბატონი თავს დამესხა, იყო შეურაცხყოფების მცდელობა – სინამდვილეში, მან შეურაცხყოფა საკუთარ თავსა და შვილებს მიაყენა

როდესაც მიუნხენის აეროპორტიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ვბრუნდებოდი ჩემთვის უცნობი ქალბატონი თავს დამესხა, იყო შეურაცხყოფების მცდელობა – სინამდვილეში, მან შეურაცხყოფა საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს მიაყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მოქალაქე, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, არასრულწლოვან შვილებთან ერთად იყო და ესეც არ […]
CIU-ს პროფესორი ვახტანგ მაისაია „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს

31 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მორიგი სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, აკადემიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული სექციის წარდგინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები“ – ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ვახტანგ მაისაია, არჩეული […]
კატალონიის მთავრობა გვალვით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად €2.3 მლრდ-ს გამოყოფს

ესპანეთის ავტონომიური რეგიონი კატალონია 2040 წლამდე წყლის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად €2.3 მილიარდს დახარჯავს. რეგიონული მთავრობის განცხადებით, მიზანი წვიმიან ამინდზე დამოკიდებულების შემცირება და წყლის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფაა. წყლის მენეჯმენტის ახალი სტრატეგია გასულ კვირას რეგიონის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალვადორ ილამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, სტრატეგიის ამოცანა კატალონიაში წყლის მწვავე სიმცირის თავიდან არიდებაა იმ ფონზე, რომ რეგიონი ზედიზედ 4 […]