პაატა ზაქარეიშვილი – აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი

მოსკოვსა და სოხუმს შორის გართულებული ურთიერთობების მიზეზებზე, რამდენად შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესთან, არსებული მდგომარეობა რა კავშირში შეიძლება იყოს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან, რამდენად საფუძვლიანია ამომრჩეველში გაჩენილი იმედები იმაზე, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის დახმარებით დაიბრუნებს, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, 1 სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა. […]
აფგან მუხთარლის ადვოკატი – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროსასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების იმიტაცია, რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ,- ამის შესახებ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევრო სასამართლოს მხოლოდ […]
33 წლის ოლიმპიელი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

33 წლის უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩეპტეგეი კენიაში ცხოვრობდა. პარტნიორი მამაკაცი მას თავს მაშინ დაესხა, როცა იგი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ ასხამდა მას შეყვარებული სითხეს, სანამ ცეცხლს წაუკიდებდა. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩეპტეგეისა და მის პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო […]
ბელარუსის თავდაცვის უწყება ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების განადგურებას ადასტურებს

საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტი 5 სექტემბრის ღამეს დაფიქსირდა, – ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა სერგეი ფროლოვმა განაცხადა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეო მიუთითებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. ამასთან, ფროლოვს […]
„ფასი 10-15%-ით გაიზარდა“ – რა ღირს კერძო სკოლებში სწავლა?

კერძო სკოლა “შავნაბადას” დამფუძნებლის და კერძო სკოლების ასოციაციის გამგეობის წევრის ავთანდილ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში სწავლის ღირებულება საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა. გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პედაგოგებისთვის ხელფასების მატება გახდა. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საჯარო სკოლებში გაზრდილი ანაზღაურების გამო მათ ადამიანური რესურსის ნაწილში სახელმწიფოსთან კონკურენციაში შესვლა უჭირთ. „ჩვენ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 10%-ით და ასეა […]
ამ დროისთვის FMCG-ბაზარზე დომინანტი კომპანიები იდენტიფიცირებული არაა – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ დროისთვის FMCG-ბაზარზე დომინანტი კომპანიები იდენტიფიცირებული არ არის. ასე უპასუხა მან bmg-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, რაც რიტეილ ბაზრისა და FMCG-სექტორის შესწავლას შეეხებოდა. „რითეილ და FMCG-სექტორი ის ბაზარია, რაც ჩვენი ყურადღების ქვეშ არის მოქცეული და ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ. აქაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან, […]
კევინ დე ბრუინი ბელგიის ფეხბურთის დიდების ხეივანში შეიყვანეს

ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ბელგიის ფეხბურთის დიდების ხეივანში შეიყვანეს. “გილოცავ, კაპიტანო”, – წერს ბელგიის ნაკრების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში. დე ბრუინს ბელგიის ნაკრების ფორმა 105 შეხვედრაში აქვს მორგებული, სადაც 28 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წელს შედგა.
ლევან ხაბეიშვილი – სიძულვილზე, ძალადობაზე, ადამიანების დაყოფაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარი სიძულვილის წყარომ ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

სიძულვილზე, ძალადობაზე, ადამიანების დაყოფაზე, იმ გარემოზე, რასაც სამთავრობო მედიები სიძულვილით, მუდმივი დაპირისპირებით ქმნიან, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარი სიძულვილის წყარომ ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მდარე ხარისხის ტყუილია“ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაში „ნაციონალური […]
ილია დარჩიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტს, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედსა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების […]
ადვოკატი: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ECHR-ს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა და შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო გადაწყვეტილების გამოტანა. როგორც ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება და პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. ამასთან, […]