იუკნევიჩიენე: ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება ერთმანეთთან შეუთავსებელია

რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან. ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. ქართველ ხალხს საბედისწერო შემოდგომა ელის – მათ მოუწევთ, აირჩიონ, სურთ, გაყვნენ ევროპულ გზას, თუ “რუსული მშვიდობის” გზას.
იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია

უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება ვითარება მომავალში. “მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ საჭირო რთული არჩევანი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განალაგონ საკუთარი ძალები და ომის რა სახეობაა შესაბამისი ამ ვითარებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის […]
რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ეთმობა. „სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მტკიცებულებების შეგროვების სირთულეებზე; […]
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინის მიწვევის მიუხედავად, BRISC-ის სამიტს არ დაესწრება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ოქტომბერში რუსეთში BRICS-ის გამართულ სამიტზე დასწრებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან მიწვევა მიიღო. სერბეთის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ მას აღნიშნულ სამიტზე სტუმრობა არ შეეძლო, რადგან “მნიშვნელოვანი სტუმრები ეყოლება”. ამასთან, ვუჩიჩმა ახლახანს, რუსეთთან კავშირი სრულად უარყო და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე, პუტინს არც […]
წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტროში ლაშა ბაქრაძეზე დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურში დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყეს. წულუკიანის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. “საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ სრული არა, უმრავლესობა ლაშა ბაქრაძის ამ განცხადებას უყურებს მხოლოდ ერთ ჭრილში – ეს გახლავთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჭრილი. ჩვენ, კულტურის სამინისტრო ამ განცხადებას […]
იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. უწყების თანახმად, დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელოვნური ინტელექტის […]
19 სადაზღვევო კომპანიიდან 16 მოგებაზეა – რეიტინგი

სადაზღვევო კომპანიების მოგება მზარდია. სექტორმა, რომელიც საქართველოში 19 კომპანიითაა წარმოდგენილი, 6 თვეში 67 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 2-ჯერ აჭარბებს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა სექტორის 6 თვის ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღალი წმინდა მოგება „თიბისი დაზღვევას“ აქვს.
ბუდაპეშტის პოპულარულმა უბანმა შესაძლოა AirBnb აკრძალოს

იყოს თუ არ იყოს? ბუდაპეშტის მე-6 უბნის მცხოვრებლები კენჭს უყრიან AirBnb-ის საშუალებით მოკლევადიანი გაქირავების საკითხს. ბუდაპეშტის მეექვსე უბანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია უნგრეთის დედაქალაქში ჩასულ ტურისტებს შორის. ფულის გამომუშავების იმედით, სახლის მეპატრონეები მთელ სახლებს მინი-სასტუმროებად აქცევენ და მუდმივად ზრდიან ფასებს. ბუდაპეშტის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტურისტები ქალაქის მცხოვრებლებს ავიწროებენ. ტერიტორიის მცხოვრებლები AirBnb რესურსის საშუალებით ბინების გაქირავების აკრძალვის […]
სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ის არ ჩავა რუსეთში BRICS-ის სამიტზე, თუმცა პუტინმა მიიწვია ის

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ის არ დაესწრება BRICS-ის სამიტს, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება რუსეთში, თუმცა მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიწვევა მიიღო. 5 სექტემბერს ვუჩიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 22-24 ოქტომბერს ვერ დაესწრება სამიტს, ვინაიდან სერბეთს „იმ დროს მნიშვნელოვანი სტუმრები ეყოლება“. ახლახან ვუჩიჩმა უარყო მჭიდრო კავშირები პუტინთან და თქვა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის […]
პოლტავის სამხედრო სასწავლებელზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია

სამშაბათს უკრაინის ქალაქ პოლტავაში, სამხედრო სასწავლებელზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია, დაჭრილია 328 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური იტყობინება. „სასწავლო კორპუსის ექვსსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ ჯერაც არიან ადამიანები. ამ მომენტისთვის მაშველებმა დაშალეს და გაიტანეს 2000 ტონა სამშენებლო ნაგავი,“ ნათქვამია საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობაში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის […]