რუსეთში რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს

სმოლენსკის ოლქში გერმანიის მოქალაქე, რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს. ნეკრასოვი ახალ ფილმზე მუშაობდა, რომელიც რუსეთის შესახებ კვლევითი პროექტია. ამის შესახებ თავად რეჟისორმა სატელეფონო ზარის მეშვეობით Deutsche Welle-ს განუცხადა. ნეკრასოვის თქმით, ის 24 აგვისტოს FSB-ის თანამშრომლებმა დააკავეს. რეჟისორის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული მუხლის დარღვევაში “არაკანონიერი პროფესიული საქმიანობის” მუხლით აღიძრა. სასამართლომ მას უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების იზოლატორში 90 დღემდე […]
სკოლა-ლიცეუმ NK-სა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სკოლა-ლიცეუმ NK-სა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მემორანდუმი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიმართულებით ტრენინგებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი და განმავითარებელი პროექტები ლიცეუმის მოსწავლეებისთვის. მემორანდუმს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე კაველიძემ და სკოლა-ლიცეუმ NK-ს დირექტორმა ნუგზარ ყენიამ მოაწერეს ხელი. როგორც უნივერსიტეტში […]
საქართველოში კოსმეტიკის მარეგულირებელი წესები ამოქმედდება

საქართველოში კოსმეტიკის მარეგულირებელი წესები ამოქმედდება. ამის შესახებ, პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც. „კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან, რომელიც კანონის […]
ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს

პოპულარული შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს. ბრიტანელი შეფ-მზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას უწევს. შეფ-მზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, სთორებსა და ფოტოებს […]
“კობახიძე, ფრთხილად, გახარია თქვენი ერთადერთი რეალური კონკურენტია” – მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: ე.ი. რა ხდება: „ოცნებას“ ყველაზე მეტად ხომ „გახარია – საქართველოსთვის“ ეშინია და მარადიული სიყვარულით ხომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უყვარს. ხოდა, „დაალაგეს“ საოცნებო ნარატივი – მხოლოდ ჩვენ და კოლექტიური ნაცები ვლახავთ ბარიერს, გახარია ვერ ლახავსო. ბიჭებო, ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ფრთხილად, შალვა პაპუაშვილივით არ მოსრიალდეთ პირველივე ცდაზე. ხალხს რატომ უმალავთ, […]
რუსეთის დუმა უცხოური აგენტების შესახებ კანონში ხვრელების აღმოსაფხვრელად ცვლილებას გეგმავს

რუსეთის დუმა უცხოური აგენტების შესახებ კანონში ხვრელების აღმოსაფხვრელად ცვლილებას გეგმავს. „საშემოდგომო სესიებზე, შესაძლოა, ასეთი ცვლილებები შეტანილ იქნეს. გარდა ამისა, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ანალოგიური მოთხოვნების განხილვა ყველა ტიპის უცხო აგენტთან მიმართებით“, – დაწერა ვასილი პისკარიოვმა Telegram-არხზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით, კომიტეტი და სათათბიროს კომისია საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთის ფედერაციის იუსტიციის […]
“ძირძველო ვაკელებო თქვენოგიკვტით მე” – ნინო სტურუა

ჟურნალისტი, ნინო სტურუა: ზურგს უკან მიზის “გაცნობილებული”, ბოლო დროს ძაააალიან გამდიდრებული, შესაბამისად “გავაკებული” ადამიანი, რომელსაც ძააალიან დიდი ხანია ვიცნობ. აი იმ დროიდან, სანამ სვანეთიდან ვაკეში გადმოცხოვრდებოდა ( ამაში დასაზრახი არაფერია, თემას მოყვა და იმიტომ ვაკონკრეტებ ) და სანამ “ლ”- ს ზომაზე მეტად გაამაგრებდა იმ დროდან კიდე ხოდა რა ხდება ახლა. დაახლოებით 40-45 წუთია “სასტავთან” ერთად, […]
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა 73 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე. ის გახდა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ასაკოვანი ხელმძღვანელი თანამედროვე ისტორიაში. ბარნიემ შეცვალა ყველაზე ახალგაზრდა, 35 წლის გაბრიელ ატალი. კანდიდატურა შეირჩა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების თავიდან ასაცილებლად, წერს Le Figaro. ბარნიე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პრეზიდენტ ჟაკ შირაკის დროს. ის იყო […]
თიბისის მობაილბანკში დაიბრუნე გადახდილი თანხა და თვეებზე გადაანაწილე

იცი როგორ დაიბრუნო გადახდილი თანხა და გადახდა თვეებზე გადაანაწილო? თიბისის ინოვაციური პროდუქტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარში განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობას გაძლევს. თიბისი ტრანზაქციის (პოსტ ფაქტუმ) განაწილება მობაილბანკის ფუნქციონალია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა განხორციელებული ტრანზაქცია უკან დაიბრუნოს, გადახდა კი 4 თვემდე გადაანაწილოს მხოლოდ თვიური 1% განაკვეთით (ეფექტური 23.4%-ით), მაგალითად, თუ მომხმარებელი […]
სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე – გამწვავებას არ დავარქმევდი – საუბარია იმაზე, რომ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული

აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არ არის გამწვავება, არამედ საუბარია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”. “გამწვავებას არ დავარქმევდი ამას. იმას რომ […]