ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია

საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან დათმო და საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია. ნახევარფინალში მან ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა და ფინალში მოხვდა. ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცეჩემპიონია. ის […]
Volkswagen-ის თანამშრომლები აღშფოთებულები არიან ქარხნების შესაძლო დახურვით

Volkswagen-ის სამუშაო საბჭოს თავმჯდომარემ დანიელა კავალომ, რომელიც წარმოადგენს VW-ს მუშების ინტერესებს, ოთხშაბათს ვოლფსბურგის ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას აღმასრულებელი საბჭო დაადანაშაულა „მოვალეობის შეუსრულებლობაში“ მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა დახუროს ქარხნები გერმანიაში, ევროპის უძლიერეს ეკონომიკაში. „წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. პერსონალთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ გვყავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც საკმარის ყურადღებას არ აქცევს […]
წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უწყებაში „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. განცხადებაში, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, წულუკიანი ამბობს, რომ მისი უწყება ბაქრაძის განცხადებას „ნახმარ სახეეზე“ უყურებს, „პირველ რიგში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში“. ლაშა ბაქრაძე მუზეუმს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. „არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ […]
უკრაინა ამბობს, რომ სამშვიდობო სამიტის შემდგომი შეხვედრა სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება

უკრაინამ განაცხადა, რომ 75 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთო ხედვაზე” შეთანხმდა, რათა უზრუნველყონ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების უწყვეტი მიწოდება და დაეხმარონ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა, რომელიც ივნისში, შვეიცარიის მიერ გამართული სამშვიდობო სამიტის შემდგომ ჩატარდა, ასევე ითვალისწინებდა დამატებით ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის განსახორციელებლად. უკრაინა ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი […]
პუტინი დაცინვით ამბობს, რომ კამალა ჰარისს მისი “გადამდები” სიცილის გამო, რუსეთი მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, ამერიკის საარჩევნო პროცესზე კომენტარი გააკეთა და დაცინვით თქვა, რომ რუსეთს სურს კამალა ჰარისის გამარჯვება, რომ კრემლისთვის ის ტრამპზე უკეთესი კანდიდატურაა მისი “გადამდები” სიცილის გამო. პუტინის ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული მედიის რედაქტორები დაასანქცირა ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. იქამდე, ვიდრე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი […]
პუტინი ამბობს, რომ უკრაინის კურსკში შეჭრამ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლა ვერ შეანელა

ხუთშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრამ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლა ვერ შეანელა და ფრონტის გასწვრივ კიევის თავდაცვითი შესაძლებლობები შეასუსტა. ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ ახლა რუსული ძალები უკრაინელ ჯარისკაცებს თანდათან აძევებენ კურსკიდან, სადაც უკრაინამ 6 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. პუტინმა […]
საქართველო – ჩეხეთი | როდესაც რეალობას უნდა დაუბრუნდე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 6 სექტემბერს, მატჩისწინა ვარჯიშს ნაკრები კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი, თამაშის მასპინძელ მიხეილ მესხზე ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო სევსამორაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, […]
ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტში დიდი ცვლილები გაატარა

ხუთშაბათს უკრაინელმა კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცხრა ახალი მინისტრის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის და ორი ვიცე-პრემიერის დანიშვნას. ამით გააფორმეს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მთავრობის უდიდესი ცვლილება, რაც 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხდა. ანდრიი სიბიჰა, საჯაროდ ნაკლებად ცნობილი გამოცდილი დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს. ის ჩაანაცვლებს დმიტრო კულებას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად […]
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება გადავადდა

პარლამენტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საკითხი პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, 2025 წლის 1 […]
„ადგილობრივებს ინტერესი თითქოს გაუნელდათ“ – ხაშურის კინოთეატრი

ხაშურის კინოთეატრის “ივერია სინემას” მიმართ, რომელმაც ოპერირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ინტერესი შენელებულია. ამის შესახებ BM.GE-სთან კინოთეატრის მენეჯერმა, ნათია ჩადუნელმა განაცხადა. ჩადუნელი ინტერესის შენელებას რეგიონის მცხოვრებლების ფინანსურ მდგომარეობას უკავშირებს. „კინოთეატრის გახსნამდე და მის შემდეგაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მოსახლეობის მხრიდან. შესაბამისად, პირველი ორი თვე დატვირთვა მაღალი იყო. თუმცა, შემდეგ ინტერესი თითქოს გაუნელდათ. ვფიქრობ, ეს მოსახლეობის […]