ელისაშვილი: ღარიბ რუსეთში მიგვათრევენ, როცა კარი გაგვეღო ყველაზე მდიდარი ქვეყნების ერთობაში

ამოგვგლიჯეს ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზას, უნდათ, ამოგვგლიჯონ და სადღაც, კრიმინალით, კორუფციით სავსე და ღარიბ რუსეთში მიგვათრევენ, როდესაც აქეთ კარი გაგვეღო ჩვენი ერის ისტორიაში პირველად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ქვეყნების გაერთიანებაში. გვეძახის, რომ კარი ღიაა, ქართველებო, თქვენ თქვენი თავგანწირვით, ბრძოლით, შეუპოვრობით, დაიმსახურეთ, რომ იყოთ ყველაზე მდიდარი ქვეყნების კლუბის წევრი და ამ დროს ჩვენი რუსული აგენტურით და […]

“ილიას გზა” – “ძლიერმა საქართველომ” საარჩევნო გეგმა წარადგინა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა სახელწოდებით, “ილიას გზა”. გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც ოპოზიციონერებმა პროგრამის ძირითადი აქცენტები წარადგინეს. “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამომრჩეველს სოციალურ-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავიანთ ხედვაზე ესაუბრა: · “რუსული ოკუპაციისგან, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა. გვაქვს 9 რეფორმა როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად […]

“დღეს საქართველოში ორი მოქმედი საპროტესტო კერაა, სადაც ადამიანები შიმშილობენ” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: დღეს საქართველოში ორი მოქმედი საპროტესტო კერაა, სადაც ადამიანები შიმშილობენ. 🔴 ორი თვეა ათობით ახალგაზრდა წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი მოგების მქონე კომპანიისგან, Evolution Georgia-სგან ითხოვს ხელფასების მომატებასა და ღირსეულ შრომის პირობებს! კომპანია გაფიცულებს საუბრის ღირსადაც არ თვლის, მოშიმშილეებსა და მათ მხარდამჭერებს კუნთმაგარ ბრბოს უპირისპირებს. შრომის მინისტრს არც კი წამოუკნავლია… 🔴 თითქმის ორასი დღეა […]

დოლიძე: ჩავიცვათ რკინის ქალამნები და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე

ჩვენი დავალებაა და იმიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ჩავიცვათ რკინის ქალამნები, როგორც იტყოდა ილია ჭავჭავაძე და შემოვატრიალოთ ის ავტობუსი, ის მატარებელი, რასაც ჰქვია საქართველო და დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე. დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არც სამუშაო ადგილებზე გვესაუბრება, არც ხელფასებზე, არც სკოლებზე, არც ძალადობის აღმოფხვრას გვთავაზობს, არც ადამიანის უფლებებზე გვესაუბრება, არც განათლების რეფორმებზე. ერთადერთი, რასაც […]

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი გერმანიაში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთმანეთს პარასკევს გერმანიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში დაადასტურა. მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “უკრაინის პრეზიდენტს პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფრანკფურტში შეხვდება”. მან ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა. ცნობისთვის, ფრანკფურტის მახლობლად ამერიკული სამხედრო ბაზა “რამშტაინი” მდებარეობს, […]

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში მოლდოვა დაამარცხა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს ვენლოში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

“ილიას გზა” – კოალიცია ძლიერმა საქართველომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

“ილიას გზა” – კოალიცია ძლიერმა საქართველომ წიწამურში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა 9-პუნქტიან გეგმას აერთიანებს, კერძოდ: · ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება; · ქართველებისთვის სამუშაო ადგილების დაცვა; · რუსების მიერ მიწის შესყიდვაზე შეზღუდვა; · საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციის, ან შემოსვლის აკრძალვა; · რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; · რუსული ბიზნესისთვის “საოკუპაციო […]

„თემქის ხევის პარკი ოქტომბერში გაიხსნება“ – თბილისის მერია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პაატა ტოგონიძის ინფორმაციით, თემქის ხევი წინასაარჩევნოდ, ოქტომბერში გაიხსნება. როგორც ტოგონიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სამუშაოების 95% ამ ეტაპზე დასრულებულია. „თემქის ხევის მიმდებარედ ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, დაახლოებით 25 ჰა ფართობია, სადაც სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დენდროლოგიური სამუშაოების დასრულება, ხარვეზების გამოსწორება. პარკში მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, […]

ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა – რა გავლენა აქვს მიგრაციას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე?

მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრა საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო, ხანგრძლივი და ძვირია. ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე მიგრაციის ზეგავლენის აფასებს. სტატიის თანახმად, საქართველოდან არარეგულარული შრომითი მიგრაცია უკვე ათწლეულებია შეუქცევად პროცესად იქცა. ემიგრაციის ძირითადი მიზეზები კი უცვლელია: უმუშევრობა, დაბალი […]

U21. ოდიშარიას საგოლე პასები – საქართველომ მოლდოვას უშანსოდ მოუგო [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა, საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ სვანაძის […]