თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული “ლეპტა” იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდი”-ს ყოფილი დირექტორის, ანა სუბელიანის ფოტოს ეხმიანება. „თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა – აი, ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული “ლეპტა” იქნება“- წერს ექსპერტი და საზოგადოებას მიმართავს, საარცევნო უბანზე მისვლილას ახსოვდეთ თუ რას ელის მათგან სამშობლო. „ამ არსებებს შორის, დააკვირდით ბავშვის სახის გამომეტყველებას. გუშინწინ შვილიშვილებმა მთხოვეს აუზში მათი სინქრონული […]

ელის უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა

ამერიკული Forbes-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში პირველ ადგილს Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონი იკავებს. საცალო გაყიდვების გიგანტის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი, 2022 წლის მაისის შემდეგ, რეიტინგის სათავეში პირველად მოექცა. $89.2 მილიარდად შეფასებული ქონებით, 74 წლის უოლტონმა მილიარდერთა რეიტინგში L’Oreal-ის მემკვიდრეს, ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსს გადაასწრო. მაიერსი, რომელიც ამჟამად $88.3 მილიარდის ქონებას ფლობს, ივნისში მცირე […]

ველით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებას… გაიაფებული რესურსით ოპერირებას გრძელვადიანად შევძლებთ – მისო-ების ასოციაცია

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი ამბობს, რომ მეორე კვარტალში სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საკრედიტო პორტფელის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სესხის გამცემი სუბიექტების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შერწყმას უკავშირდებოდა. ამის შესახებ მან “საქმის კურსში” ისაუბრა. 2024 წლის 6 თვეში მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, საქმიანობიდან 24.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის […]

დუბაი და აბუ დაბი ჰიბრიდული მუშაობისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილებად დასახელდა

Savills Executive Nomad Index-მა გრძელვადიანი დისტანციური მუშაობისთვის 25 მიმართულება შეისწავლა, რომელთაც ციფრული მომთაბარე ვიზა ან მსგავსი პროგრამა ჰქონდათ დანერგილი. შესწავლილი იქნა ინტერნეტის სიჩქარე, ცხოვრების ხარისხი, კლიმატი, საჰაერო კავშირი და საცხოვრებლის ქირა. ქალაქებს შორის, პირველი ადგილი დუბაის მას შემდეგ მიენიჭა, რაც ის პირველ ადგილზე რამდენიმე კატეგორიაში დასახელდა. საუკეთესო მიმართულებების სრული სია ასე გამოიყურება: · დუბაი, არაბეთის […]

„თბილისიმარათონის მორბენალს შეუძლია, გახდეს ქველმოქმედი, ერთ დღეში შემოირბინოს ძველი თბილისი და დატკბეს სანახაობით“ – მანჩო შაფაქიძე

ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები – რიგით მე-13 „თბილისიმარათონის“ მონაწილეები ახალი სტარტით ძველი მარშრუტის დასაძლევად ემზადებიან. ღონისძიება, რომელიც საქველმოქმედო მიზანს, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ უბნებში გაიმართება. განსხვავებული ეროვნების, ასაკის და შესაძლებლობების ადამიანებს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა ამჯერად 22 სექტემბერს გააერთიანებს. ორგანიზატორები მათთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნიან. – […]

საქართველოში მზის პირველი ინდუსტრიული ელექტროსადგური ოქტომბრიდან ამოქმედდება – Green Energy

მზის ელექტროსადგურების დეველოპერი კომპანია Green Energy საქართველოში მზის პირველ ინდუსტრიულ ელექტროსადგურს აშენებს – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ელექტროსადგური ექსპლუატაციაში ოქტომბრიდან შევა. “გვიხარია, რომ პირველები ვართ ბაზარზე, ვინც ინდუსტრიული ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება მცირე, 2.3 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლისგანაც წელიწადში 3.3 მლნ კილოვატ-საათის გენერაციას ველოდებით, რაც თავისუფალ […]

U21. ოდიშარიას საგოლე პასები – საქართველომ მოლდოვასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა, საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ სვანაძის […]

„ძლიერმა საქართველომ” საარჩევნო პროგრამა – “ილიას გზა” წარადგინა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „ძლიერი საქართველო” საარჩევნო პროგრამა, “ილიას გზა” წარადგინა. გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც პროგრამის ძირითადი ხედვები ლიდერებმა გააჟღერეს. „დიახ, სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გასაგრძელებლად ვართ შეკრებილები, ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძემ დაასახელა გეგმის რამდენიმე […]

უკრაინამ კურსკის ოლქში ოპერაციის დროს ბევრს მიაღწია – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს „ბევრს მიაღწია“. სტოლტენბერგის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის თქმით, ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში. „მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გააკეთონ აუცილებელი, რთული არჩევანი, მაგალითად, თუ სად განალაგონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია შესაფერისი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. […]

აშშ-მა სანქციებისთვის გვერდის ავლაში დაადანაშაულა რუსეთის „პირველი არხის“ პოლიტოლოგი დმიტრი საიმსი და მისი მეუღლე

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სანქციების კანონმდებლობის დარღვევაში წაუყენა ბრალი რუსეთის „პირველი არხის“ პოლიტოლოგ დმიტრი საიმსსა და მის მეუღლე ანასტასიას. პირველი საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ წყვილი მონაწილეობდა აშშ-ის სანქციების გვერდის ავლის სქემაში რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის“ სასარგებლოდ, ასევე ამ სქემის შედეგად მიღებული თანხების გათეთრებაში. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლიტოლოგი მომსახურებას უწევდა პირველ არხს და ანაზღაურების სახით მიიღო […]