The Washington Post – უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შეიძლება იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანასკნელი მოწოდება, – ამის შესახებ საუბარია The Washington Post-ის სტატიაში: „უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“. „პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნიდან, საქართველოდან […]
ოთარ შამუგია – 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში, საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ […]
ქართველი გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან! – თავი მაღლა და ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე…

საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა – “მიხეილ მესხზე” შაბათს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე. “ჯვაროსნებმა” ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. “ერთა ლიგა” ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული […]
სახალხო დამცველმა ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სამუშაო შეხვედრები გამართეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტივენ ბ. ნიქსთან და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის დირექტორთან ჰოლი დონალდსონთან. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნები წარმოადგენდა. „სახალხო დამცველმა არჩევნების მიმართულებით აპარატის […]
ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭროდ ტრეიდინგული კომპანიებიც უნდა დაიშვან – მერაბ ლომინაძე

“თრეიდინგ სოლუშენის” მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭროდ ტრეიდინგული კომპანიებიც უნდა დაიშვან. როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-ის განუცხადა, ბირჟაზე დაბალი აქტივობა მათ შორის იმ გარემოებას უკავშირდება, რომ გენერაციის ობიექტების და მსხვილი მომხმარებლების დიდი ნაწილი ახალ პლატფორმაზე ვაჭრობისთვის ტექნიკურად მზად ამ დრომდე არაა. მისი თქმით, ტრეიდინგული კომპანიები თავის მხრივ, ათეულობით გენერაციის ობიექტებსა და ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს […]
მომდევნო ათწლეულში ღვინის მოხმარება შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს – მიზეზები

მილენიალების, ანუ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებული თაობის მიერ ღვინისადმი ინტერესის დაკარგვა ღვინის გლობალურ ინდუსტრიას კატასტროფის საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდები ღვინისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს და სხვა სასმელებს ირჩევენ. მთავარი მიზეზი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. The Guardian წერს, რომ მილენიალები, ასევე, ჯენზი (Generation Z), ანუ 1990-იანი წლების […]
სალომე სამადაშვილი – დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, „ვაშინგტონ პოსტის“ წერილით, სერიოზული განაცხადია – ბიძინას საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, მასზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება

„ვაშინგტონ პოსტის“ გუშინდელი სარედაქციო წერილი აფრთხილებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოცემა The Washington Post-ის სარედაქციო სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი. როგორც სამადაშვილი განმარტავს, „დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, სარედაქციო კოლეგიის წერილით, სერიოზული […]
სერგეი ლავროვი – რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა

თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ინტერვიუში. „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება […]
საქართველო – ჩეხეთი | როდესაც რეალობას უნდა დაუბრუნდე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 6 სექტემბერს მატჩისწინა ვარჯიშს ნაკრები კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი თამაშის მასპინძელ “მიხეილ მესხზე” ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო “სევსამორაში” საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, […]
6 სექტემბერს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]