პირველი ოფიციალური გამარჯვება ისტორიაში – რა ხდებოდა სან-მარინოში 177 მატჩში პირველად მოგების შემდეგ [VIDEO]

ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ისტორია გადაიწერა. სან-მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლიხტენშტეინს 19 წლის ნიკო სენსოლის 53-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ აქამდე სანმარინოელებს 176 ოფიციალური მატჩი ჰქონდათ გამართული, სადაც 5 მათგანში ფრე ითამაშეს, 171-ში კი დამარცხდნენ. ინფორმაციისთვის, სან-მარინოსთვის ეს ისტორიაში მეორე გამარჯვებაა, მაგრამ ის ერთი გუნდმა […]

რატომ გაძვირდა თხევადი გაზი საქართველოში?

LPG საწვავზე ფასის ზრდას „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი დეფიციტით ხსნის. ნიკა ხოფერია „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ რუსეთში ქარხნების გაჩერებამ თხევადი გაზის დეფიციტი შექმნა, რის გამოც რესურსზე ფასმა სამჯერ აიწია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოში LPG საწვავი მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლიდან შემოდის. ნიკა ხოფერია განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდში თხევად გაზზე ფასი ყოველთვის იმატებს, რაც ტურისტული სეზონითა და […]

მსოფლიოს 10 საუკეთესო MBA-პროგრამა LinkedIn-ის მიხედვით

LinkedIn-ის 2024 წლის ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) საუკეთესო პროგრამების გლობალური სიის მიხედვით, 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან რვა აშშ-ში მდებარეობს, სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა კი ნომერი პირველი MBA-ის სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიოში. ეს რეიტინგი პროგრამებს ხუთი ძირითადი ასპექტის მიხედვით აფასებს, ესენია: დასაქმება, წინსვლის შესაძლებლობა, კავშირები, ლიდერობის პოტენციალი და გენდერული მრავალფეროვნება. სია მოიცავს მხოლოდ სრულ განაკვეთზე აკრედიტებულ MBA-პროგრამებს, რომლებსაც, სულ […]

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჩალაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების არხის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი გამოგვაკლდა. ყველასთვის უძვირფასესი, სიკეთის მატარებელი, ყველას გვერდში მდგომი ახალგაზრდა გიორგი ჩალაძე. ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს […]

ვის გაეთიშება დღეს დენი

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 […]

რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა – სერგეი ლავროვი

თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ინტერვიუში. „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება […]

დღეს პარალიმპიადაზე ინა ქალდანი და გიორგი ქალდანი იასპარეზებენ

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (72 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი კელი ვიქტორიო იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 12:25 საათზე დაიწყება. მედლისთვის ბრძოლაში ასევე პარა ძიუდოში ჩაერთვება გიორგი ქალდანი. მისი მეტოქე ამ დროისთვის უცნობია. პირველ შეხვედრას ქალდანი 12:55 საათზე ჩაატარებს. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს, რაც ამ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. […]

“ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება. „6 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც სექტემბერში ნამდვილ სიყვარულს შეხვდება

ლომი შესაძლოა, ლომებს ძალიან დატვირთული ზაფხული ჰქონდათ, უამრავი პასუხისმგებლობითა და საქმით იყვნენ დაკავებულნი და საკუთარ თავში ახალი უნარებიც აღმოაჩინეს. თუმცა, თავგადასავლები ჯერ არ სრულდება. ვარსკვლავებს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდი სიურპრიზი აქვს. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ სექტემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიახლესა და საინტერესო თავგადასავლებს შემოიტანს და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ. […]

ლევან ლორთქიფანიძე – ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა. – ბატონო ლევან, 100 დღის წინ ამბობდით, „არჩევნებამდე 100 დღით ადრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არაჩვეულებრივი მოწყენილობა სუფევს.“ ახლა არჩევნებამდე 50 დღეღაა დარჩენილი და ვხედავთ, არჩევნების მოახლოების პირობებში პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ქართულ პოლიტიკურ […]