ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, […]
დონალდ ტრამპი ებრაელ დონორებს – მიგატოვებენ, ისრაელი აღარ გექნებათ, თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ებრაელ დონორებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მათ მიატოვებენ, თუ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება. „თქვენ მიგატოვებენ, თუ ის პრეზიდენტი გახდება და ვფიქრობ, თქვენ უნდა აუხსნათ ეს თქვენს ხალხს. თქვენ არ გექნებათ ისრაელი, თუ ის პრეზიდენტი გახდება“, – აღნიშნა ტრამპმა ლას-ვეგასში, „რესპუბლიკურ ებრაულ კოალიციასთან“ შეხვედრაზე […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში, მსხალდიდში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. კომპანიის ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში, აგრეთვე ჯვრის ასახვევთანაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მილახვრიანი, ბაზალეთის ტბა, ვარსიმაანი, საშაბურო, პირმისაანი, გრიგოლაანთკარი და […]
პაველ დუროვის განცხადებით, საფრანგეთში დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო

“ტელეგრამის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მისი დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო. “გასულ თვეში, პარიზში ჩასვლის შემდეგ 4 დღის განმავლობაში პოლიციამ დამკითხა. მითხრეს, რომ შეიძლება პირადად ვიყო პასუხისმგებელი სხვა ადამიანების მიერ “ტელეგრამის“უკანონო გამოყენებაზე, რადგან საფრანგეთის ხელისუფლებას არ მიუღია პასუხები “ტელეგრამისგან““, – წერს დუროვი „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, ამან გააკვირვა რამდენიმე მიზეზის […]
კანადა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას 2025 წლის დასაწყისში მიაწვდის

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გეგმავს, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რაკეტების მიწოდება 2025 წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს. ბილ ბლერის განცხადებით, კანადა აშშ-ის შეკვეთას NASAMS-ის 10 კომპლექსის წარმოებისთვის გასულ წელს შეუერთდა. მწარმოებელი არის კომპანია Raytheon, რომელიც NASAMS სისტემების 2024 წლის ბოლომდე მიწოდების […]
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 650 რაკეტას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას, 162 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში, 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, აღნიშნული დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია და მისი მიზანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი რამშტაინში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო […]
ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო ცვლილებებზე – მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტებმა ახლა კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ, ვიდრე ადრე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოელის, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სამინისტროები უფრო აქტიურად იმუშავებენ, ვიდრე აქამდე. „სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. მადლობელი ვარ პარლამენტის შესაბამისი კანდიდატების მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტებმა ახლა რაც შეიძლება აქტიურად იმუშაონ – კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. ყველა დონეზე. მეტი ინვესტიცია პარტნიორებისგან უკრაინის თავდაცვის წარმოებაში, უფრო აქტიური პროგრესი ევროკავშირთან […]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და “ნაპოლის” ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

ერთა ლიგის პირველ ტურში, A1 ჯგუფში, პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ხორვატია 2:1 დაამარცხა. 39 წლის რონალდომ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 131 გოლია, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე 109 გოლით არგენტინელი ლეო მესია. პორტუგალიელთა მცველმა დიოგუ დალომ გოლი მეტოქის კარშიც გაიტანა და საკუთარშიც. ამავე ჯგუფში პოლონეთმა გასვლაზე შოტლანდიას 3:2 მოუგო. მასპინძელთა გუნდიდან გოლები „ნაპოლის“ […]
“მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს შესათრევად თავიანთ სიებში” – ნათელაშვილი
პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი: “მოგეხსენებათ, როგორც ტერიტორიის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო, ასევე შეუძლებელია მისი ფუნქციონირება კლასიკური პოლიტიკური პარტიის გარეშე. ერთ ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ გვემხობა სახელმწიფოებრიობა ყოველ ჯერზე, ეს გახლავთ პოლტიკური პარტიების არ არსებობა. ისინი ჩაანაცვლეს ერთ–ორკაციანმა საჯაროში დარეგისტრირებულმა საშოვრის მაძიებელმა, უიდეო ჯგუფებმა, კიდევ უარესი ბიზნეს ოლიგარქიულმა ბანდებმა, რომლებიც არჩევნების წინ შედიან ერთმანეთთან ბიზნეს—სავაჭრო—სასაქონლო […]
რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში, სახლში მოლდოვას 3:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა: “მნიშვნელოვანი გამარჯვება და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც მახარებს. ამას ემატება ის, რომ მატჩის დიდი ნაწილი შეტევებში გავატარეთ, ლამაზი გოლები გავიტანეთ და კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ. რა შეეხება ნიდერლანდებთან მომავალ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ვიცით, ვის შევხდებით, რთული […]