„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. „ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ რაღაც ჯუნგლის კანონს გვთავაზობს: როცა მისი წარმომადგენელი ოპოზიციას ესხმის თავს, ეს კარგი და სამართლიანია, მაგრამ როცა საყვედურს ეტყვიან მის რომელიმე ლიდერს, ეს დასაგმობია

„ქართული ოცნება“ რაღაც ჯუნგლის კანონს გვთავაზობს: როცა მისი წარმომადგენელი ოპოზიციას ესხმის თავს, ეს კარგი და სამართლიანი აღშფოთებაა, მაგრამ მართლა სამართლიანად აღშფოთებული ადამიანი, როცა საყვედურს ეტყვის მის რომელიმე ლიდერს, ეს დასაგმობია. ასეთ ორმაგ სტანდარტს არ ვიზიარებ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, დავით მათიკაშვილსა […]
თამარ კორძაია – ძალიან მძიმეა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა – გერმანიაში განათლებამიღებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს ვერ ხვდებიან

ძალიან მძიმეა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა – გერმანიაში განათლებამიღებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს ვერ ხვდებიან! – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა. კორძაიას ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ „მათთან შესახვედრად დრო მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ […]
„საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“ – ოთარ შამუგია

ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ და იუჰან დამსკიმ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოში მეტეოროლოგიური და […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა კრიმინოლოგებს წარუდგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან – ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებს და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო […]
“არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს” – ნორვეგიის საგარეო ჰომოფობიურ კანონპროექტს გმობს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას გმობს. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მათთვის შემაშფოთებელია. “კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. [ხელისუფლებას] მოვუწოდებთ საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებისკენ. ეს ძირს უთხრის დემოკრატიას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობებს” – ნათქვამია განცხადებაში. 4 სექტემბერს, […]
“დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი” – დეპუტატები საკონსტიტუციოს

ოპოზიციონერი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დროულად შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება. ისინი საზოგადოებას ახსენებენ, რომ რუსული კანონის მოქმედება საქართველოში, გამორიცხავს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამიტომ, ხაზს უსვამენ საკონსტიტუციოს თითოეული მოსამართლის პირად პასუხისმგებლობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნების საქმეში. “ერთი კვირა გადის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა რუსულ კანონთან დაკავშირებული უმძიმესი არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას […]
ხშირად გვდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, ევროსკეპტიციზმს სტანოს განცხადება გააძლიერებს, რადგან ის აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის

ხშირად გვდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, ევროსკეპტიციზმს სტანოს განცხადება გააძლიერებს, რადგან ის აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის პიტერ სტანოს არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ტონი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მძაფრად რეაგირებს საქართველოში ლგბტ-იდეოლოგიის მარცხზე, – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს […]
ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ შეხვედრაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ტელეგრამზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს ჯგუფის შეხვედრაში და ასევე შეხვდება აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს ლოიდ ოსტინსა და ბორის პისტორიუსს. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც. გერმანიის […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას ჯენინში, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან ძალები გაიყვანეს და აცხადებს, რომ ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას მანამ, სანამ მის მიზნებს არ მიაღწევენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ 14 პალესტინელი შეიარაღებული პირის, მათ შორის ქალაქში „ჰამასის“ მეთაურის, ლიკვიდაცია განახორციელეს და 30-ზე მეტი ძებნილი პალესტინელი დააკავეს. ცნობისთვის, პალესტინის […]