სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა კრიმინოლოგებს წარუდგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან – ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებს და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, […]
ირაკლი ქარსელაძე – ქალაქ ოზურგეთში ურბანული განახლების პროექტები გრძელდება

ოზურგეთში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ურბანული განახლების პროექტები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის პროექტები დამატებით მუხტს შესძენს იმ პოტენციალს, რომელიც ოზურგეთს გააჩნია და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც მოსახლეობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძე ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე დასრულებულ და […]
მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

35 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს. გამოცდილი ფეხბურთელი ბოლოს “გაგრას” ღირსებას იცავდა და მიმდინარე ეროვნული ლიგის 18 ტურში 5 გოლიც შეაგდო. ვაწაძე “დინამოში” ადრეც ასპარეზობდა და ბოლოს კლუბი 2018 წელს დატოვა, როდესაც ლატვიურ “ლიეპაიას” შეუერთდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის, “გაგრას” […]
უცნაური ფაქტი ინგლისში, “ბოლტონის” ფორვარდმა ტრავმა დაცემინებისას მიიღო – ყველაფერი ასე მოხდა…

BBC საკმაოდ უცნაური ამბის შესახებ გვამცნობს და წერს, რომ ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარი “ბოლტონის” ფორვარდმა, 26 წლის ნიგერიელმა ვიქტორ ადებოიჯომ, ტრავმა დაცემინების დროს მიიღო. ფეხბურთელმა EFL Trophy-ს შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე “ბაროუსთან” 3:2 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ “ბოლტონის” მთავარ მწვრთნელ იან ევანტს ჟურნალისტებთან ნიგერიელის უქმობის მიზეზის განმარტება მოუწია. “ადებოიჯომ ტრავმა ძლიერი დაცემინების დროს […]
„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს

„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს. უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის “აზოვის” ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. „ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, “აზოვმა” მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ […]
თამარ კორძაია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს

ამ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს. “კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ წამზომი ჩართულია. ჩართულია […]
ხათუნა სამნიძე – ქვეყნის მეგობრებს, ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა არც პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან – „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს!

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, რომ ჩვენს კოლეგებსა და ამ ქვეყნის მეგობრებს – გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა არც პარლამენტის სპიკერი და არავინ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან – ვხედავთ, რაოდენ ღიაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს! – ეს განცხადება მედიასთან, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა […]
გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია: ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ სიღატაკეს – იზოლაციაში – ჩვენი არჩევანი არის განვითარება და მეტი წინსვლა

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკეზე იზოლაციაში. იმიტომ, რომ ჩვენი არჩევანი არის განვითარება და მეტი წინსვლა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ამასთან, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, ვაშაძემ ხალხს შესთავაზა „ეროვნული თანხმობის აქტის გამოცემა, რათა […]
ადვოკატი – დადგენილია ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ კოკა კაციტაძის უწყებას მოვუწოდებ, გამოძიობანას თამაშს თავი დაანებოს და ეს საქმე რეალურად გამოიძიოს, პროკურატურამ კი, ბრალი წაუყენოს

მედიამ დაადგინა, თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ კოკა კაციტაძის უწყებას მოვუწოდებ, გამოძიობანას თამაშს თავი დაანებოს და ეს საქმე რეალურად გამოიძიოს, შემდეგ პროკურატურამ ბრალი წაუყენოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. როგორც ტყეშელაძე განმარტავს, თავად ირაკლი ეძგვერაძემაც იცის, თუ ვინ იძალადა მასზე. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, მყისიერად დაიწყოს გამოძიება. მათ […]
ანა ბუჩუკური – გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელთა გზავნილია, რომ გერმანია ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს გვერდით დგას – მათ კარგად ესმით, რას აკეთებს „ოცნება“, რომელიც საკუთარ თავს ვერც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან ვეღარ ფუთავს

გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელთა მთავარი გზავნილია, რომ გერმანია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გვერდით დგას – მათ კარგად ესმით, თუ რას აკეთებს “ოცნება“, რომელიც საკუთარ თავს ვერც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან ვეღარ ფუთავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, პარტია “ქართული ოცნება“ “სოციალ-დემოკრატების“ ევროპულმა გაერთიანებამ […]