ირაკლი ფავლენიშვილი – რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს

რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს და მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოება უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ Sputnik-ისა […]

ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მეტრი სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას, ქუჩის ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელებს. კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები […]

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს

ესპანეთში 20-წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ). თორნიკე მიქელაძემ შვედი მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა, აჩიკო ბოლქვაძემ კი რუმინელ სპორტსმენს ანგარიშით 10:0 სძლია. ამ მსოფლიოს პირველობაზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცეჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ(57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ, უნგრელ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა. ნინო ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), მაგრამ იგი […]

ლავროვმა კვლავ შეაქო საქართველოს მთავრობა და გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში საქართველოში ინიცირებული ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონზე ისაუბრა და თქვა, რომ კანონი საქართველოს საზოგადოების ინტერესშია. ის ასევე შეეხო „აგენტების კანონს“ და თქვა, რომ ის საფრანგეთში, პოლონეთსა და აშშ-ში მოქმედ კანონებთან შედარებით რბილია. „ის რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ეს მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და გაგებაა, რომ ქართველ ხალხს […]

მადლობელი დავრჩებით, თუ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს – ჯონ კირბი

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს 5 ნოემბრის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი არჩევნების შესახებ საუბარი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არც ერთს და არც მეორე მხარეს. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი […]

გაერო გაფრთხილებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება „კატასტროფულს მიღმაა“

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა “კატასტროფულს მიღმაა”, – გაფრთხილება გამოთქვა გაერომ 5 სექტემბერს. მილიონზე მეტ ადამიანს არ მიუღია საკვები ულუფა აგვისტოში ღაზის სამხრეთსა და ცენტრალურ არეალში ჰუმანიტარული გზით, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა. ”მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, გაერო და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რათა სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ პალესტინელებს – […]

TI: ოცნებისთვის 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს ინფორმაციით, ქართული ოცნებისთვის 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის მერიამ შპს ახალ ბულვარს 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი გადასცა. TI-ში ამბობენ, რომ კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და […]

ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება

ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, რა სტატიებიც უნდა დაიბეჭდოს, რა განცხადებებიც […]

ნიკოლოზ სამხარაძე – შალვა პაპუაშვილი იმერეთშია, უმრავლესობის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს – ოპოზიციამ ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრა, რომელიც 15 წუთში გამოაშკარავდა

ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა, მათ შორის საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წინასაარჩევნო გარემოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, საქართველოსა […]