“იგრძნოს ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ” – სირსკი თვლის, რომ კურსკში უკრაინის შეჭრამ შეაჩერა რუსეთის იერიში

რუსეთი გეგმავდა უკრაინაზე თავდასხმას კურსკის რეგიონიდან, სანამ უკრაინამ თვითონ არ წამოიწყო იერიში რუსეთის ტერიტორიაზე გასულ თვეში, განაცხადა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 სექტემბერს მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრას რუსეთის ტერიტორიაზე არ ჰქონია ზეგავლენა მოსკოვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სირსკიმ თქვა ასევე, რომ […]

ზატულინის თქმით, აფხაზეთის პარლამენტი სოხუმის დაპირებებს არ ასრულებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა “Gazeta,Ru-თან” განაცხადა, რომ (დე ფაქტო-რედ.) რესპუბლიკის პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთისა აფხაზეთის [დე ფაქტო] ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ. აღნიშნული კომენტარი ზატულინმა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა. “საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი თავს არიდებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ […]

რას ამბობს ლავროვი აფხაზეთისთვის სოც. დაფინანსების შეჩერებაზე

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ არხ “РБК-თან” განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისთვის [დე ფაქტო] სოციალური გადასახადების შეჩერება არ ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას, რადგან ვსაუბრობთ იმ ვალდებულებების “ბალანსის შენარჩუნებაზე, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობებმა აიღეს”. “ამას გამწვავებას არ დავარქმევდი. დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ: ეს არის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებული იყო […]

საქართველოში ყოველთვიურად იპოთეკით 10 ათასამდე უძრავი ქონება იტვირთება

საქართველოში კომერციულ ბანკებში ყოველთვიურად იპოთეკით 10 ათასამდე საცხოვრებელი უძრავი ქონება იტვირთება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფით 9.6 ათასამდე ხელშეკრულება დაიდო, ჯამში 890.4 მლნ ლარის. აქედან ეროვნულ ვალუტაში გაიცა 648.4 მლნ ლარის სესხი, უცხოურ ვალუტაში კი 241.9 მლნ ლარი. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე […]

“ბენფიკას” კვლავ ბრუნო ლაჟე გაწვრთნის

48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ბრუნო ლაჟე “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან გუნდიდან დათხოვნილი როჯერ შმიტდი შეცვალა. ლაჟე ლისაბონელებს 2019/20 წლების სეზონში უკვე ავარჯიშებდა, რა პერიოდშიც პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. გამოცდილი მენეჯერი ბოლოს ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” ედგა სათავეში, იქამდე კი პრემიერლიგაშიც მოასწრო მუშაობა, სადაც “ვულვზს” თავკაცობდა.

2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9% იქნება – „თიბისი კაპიტალი“

თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის […]

ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინელ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრ სარი ესაიას შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ ფინელ კოლეგას საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკასა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და […]

ლევან მაჭავარიანი – ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ფონს მოკლევადიანი ტყუილებით გავიდნენ – ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ბუნდესტაგის წევრებს

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ჩვენი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა აღნიშნულ პიროვნებებს – ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ფონს მოკლევადიანი ტყუილებით გავიდნენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არ შეხვდა. მისი თქმით, „ოპოზიციონერების ამგვარი ტყუილები საზოგადოებასა და მათ შორის, მათ ამომრჩეველზე […]

თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექ ენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება. GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება […]

ადვოკატის თქმით, ეძგვერაძეზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ტყეშელაძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დარღვეულია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინეს, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს. “მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო […]