საქართველოში პოკერის პირველი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

წელს პირველად, ევრაზიის პოკერის ტურს (EAPT), საქართველო უმასპინძლებს. ღონისძიება 7 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გასტანს. საერთაშორისო ტურნირს, წელს პირველად, ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. საერთაშორისო ტურნირი 2013 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 1000-მდე მოთამაშე მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. საპრიზო ფონდი კი 350 000$-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც […]
რა გეგმა ჩაუშალა პუტინს უკრაინამ? – ზელენსკი

“უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 100-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ავიაბაზაზე განაცხადა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევის მიზანზეც ისაუბრა. დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან – ეს ის საზღვარი იყო, საიდანაც პუტინი აპირებდა ომის […]
საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია – კნუტ აბრაჰამი

“საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია – წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება“ , – ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან”, კნუტ აბრაჰამმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა. 10 ან 15 წლის წინ მთავარი შეკითხვა ის იყო, არის თუ არა საქართველო ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ამ შეკითხვას ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად, გეოპოლიტიკურად უპასუხეს, […]
როდესაც “ოცნება” ღიად დიქტატურის გაფორმებას აანონსებს, დარწმუნებული ვარ, ეს შევა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში – ნაცვლიშვილი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ “ოცნების” ღია დაპირება დიქტატურის გაფორმების დაანონსების შესახებ მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში აუცილებლად შევა, რადგან მისი თქმით, ასეთი პირდაპირობა მსოფლიო ისტორისიითვისაც კი გამონაკლისი შემთხვევაა. ცნობილი დიქტატორები და ავტოკრატებიც კი თავის რეალურ ზრახვებს წინასაარჩევნოდ მალავდნენ გარკვეულ მიმზიდველ გზავნილებში. ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, შევა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როდესაც ღიად, საარჩევნო დაპირებად პოლიტიკური […]
კაზემირო “მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ESPN-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი კაზემირო კლუბს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს. თუ ბრაზილიელს “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელები აცნობებენ, რომ გუნდში საჭირო აღარაა, მაშინ ის “ოლდ ტრაფორდიდან” წავა და სავარაუდოდ, თურქეთს მიაშურებს. ინფორმაციისთვის, 32 წლის ფეხბურთელს კრიტიკის დიდი ქარცეცხლი პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩის შემდეგ დაატყდა, სადაც მისი გუნდი “ლივერპულთან” 0:3 დამარცხდა და თავად რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა

ბათუმში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიზი მამგეიშვილმა, გიორგი კვერნაძემ და გიორგი აბუაშვილმა გაიტანეს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრაში, 10 სექტემბერს, ქალაქ ველნოში, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.
ფეხბურთელი გური გიორბელიძე დაინიშნა – ვინ არის წარმატებული სპორტსმენის ულამაზესი რჩეული – Marao

ქართველმა ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულს, უმშვენიერეს თეკლა დვალიშვილს, ხელი სთხოვა, წყვილმა კი ბედნიერი მომენტი მეგობრებსაც გაუზიარა და კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: “მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მიყვარხარ სამუდამოდ”. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე 1996 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თამაშობს მცველის პოზიციაზე და მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ […]
საქართველოში მყოფ ბუნდესტაგის დელეგაციას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ შეხვდა

საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება. გერმანიის პარლამენტის წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩათვლით, არ შეხვდა. ბუნდესტაგის სხვადასხვა პარტიის დელეგატები ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ქართული ოცნებიდან გერმანელ კოლეგებს არც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. მათთან დიალოგი მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა, რომელიც პაპუაშვილის არ ყოფნას იმერეთში […]
პრემიერმა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა გვთხოვა — შაჰინი

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე […]
ბუნდესტაგის წევრი ნილს შმიდი – საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს

ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები გავაგზავნოთ: პირველი არის ის, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. „ეს არის მნიშვნელოვანი […]