„ჩვენთვის არავის ეცალა“ – ბუნდესტაგის წევრის თქმით, საქართველოს მთავრობაში უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე

თბილისში, გერმანიის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებმა. გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ულრიხ ლეხტემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვეს. „მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს ჩვენთვის სიახლე იყო, რომ არ იყო შესაძლებლობა, გველაპარაკა საქართველოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან მაინც, როცა ასეთი მაღალი დონის დელეგაციაა. […]

აქციის მონაწილე სამი შუქრუთელი კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის კოროხნალის მაღაროსთან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე აქციების მონაწილეები, შპს „მაღაროელში“ დასაქმებული მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსი გიორგი ცარციძე, რკინიგზელი მალხაზ ლაბაძე და მებიგე (მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს.) რომან მეგრელიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულებს 6 სექტემბერს ჩაბარდათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი შპს „მაღაროელის“ ბრძანება. როგორც შპს „მაღაროელის“ დირექტორის ზურაბ ბაძგარაძის ბრძანებაში […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან […]

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ჩვენს ქვეყანაში

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს […]

ლიბერალური ფაშიზმის მორიგმა გამოვლინებამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ერმილე გიგიაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად, რისთვისაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. „პირველ რიგში, მინდა, […]

რა საკითხები განიხილეს შემოსავლების სამსახურში მოლდოვას სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაციასთან შეხვედრაზე?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ,,ტრანზიტის საერთო პროცედურების“ (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) საქართველოში დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას, მიღებული გამოცდილების […]

ირაკლი კობახიძე წყალტუბოში მომხდარ შემთხვევაზე – ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე – ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე – ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, კრებსითად „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის. „პირველ რიგში, მინდა ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოვთქვა. ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა. […]

ირაკლი კობახიძე დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე – ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ – ეს აქტი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება

ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა განმარტა, არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება. „ზოგადად, ლიბერალური ფაშიზმი არის ის, […]

პრემიერი დავით კეზერაშვილზე – ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით – ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს

ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით – ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას. მისი შეფასებით, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება წარიმართა, თუმცა დავით კეზერაშვილს კლავ ეძლევა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. „ყველამ იცის, […]

გამომძიებელი – ირაკლი ეძგვერაძემ გასაუბრებისას აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია – ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, გიორგი აბუაშვილის განცხადებით, საკრებულოს დაკავებულ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხვისას პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართულ დარტყმაზე, ან ცემაზე არ მიუთითებია. გამომძიებლის განმარტებით, ისინი ეძგვერაძისგან მიღებულ ინფორმაციას სამართლებრივად შეაფასებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. „შემოსულ შეტყობინებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით შევხვდით ირაკლი ეძგვერაძეს. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, […]