ვილი სანიოლი: წარმატების შემდეგ მადა გეხსნება – შეიძლება ახლა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს

ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დააახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. გოგლიჩიძეს დიდი ხანია ვაკვირდებით როგორც იტალიაში, ასევე ახალგაზრდულ […]
პროკურატურის ცნობით, გახსნეს ქოლ-ცენტრების საქმე, რომელშიც კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გერმანელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, რომელშიც მათი განცხადებით, დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელები ფიგურირებს. კერძოდ, პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა „ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში“ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და მისი დის შვილის ანგარიშებზე. კეზერაშვილს და მის ნათესავებს ბრალი წარდგენილი […]
რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორმა ჯინ შაჰინმა „წმინდა წყლის ტყუილი“ თქვა. კერძოდ, სენატორი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ ამერიკელებს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა. „ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის […]
„მშობლები ფულს არა სწავლების ხარისხში, არამედ იმისთვის იხდიან, რომ ბავშვი იყოს პრესტიჟულ წრეში“ – რა განსხვავებაა საჯარო თუ კერძო სკოლას შორის?

სასკოლო ასაკის დადგომისთანავე ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილისთვის ისეთი სკოლის შერჩევაა, სადაც ბავშვი კარგ და ხარისხიან განათლებას მიიღებს. ახლა სწორედ ეს პერიოდი დგას ქვეყანაში, ამიტომ საინტერესოა, რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის და სწავლის დონესთან რამდენად შესაბამისობაში მოდის კერძო სკოლებში არსებული გადასახადი. სკოლის შერჩევისას ყველაზე დიდი ყურადღება საგანმანათლებო დაწესებულებაში არსებულ სწავლის დონეს და მასწავლებელთა კვალიფიკაციას […]
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

სემეკმა დაიწყო ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირებას და კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების ტექნიკური ანალიზი, რაც გულისხმობს გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას. სემეკის სპეციალური ჯგუფი, რეგიონებში ადგილზე ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას უწესებს გამოსასწორებელ ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა. დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკის მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება გახშირებულ მომართვიანობასაც უკავშირდება. „ადრე არსებული […]
შალვა პაპუაშვილი – რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით – დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება

ყოველ ჯერზე ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით – დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც „ქართული ჯარი […]
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონპროექტი არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც დღის წესრიგს გარედან უგეგმავენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონპროექტი არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც დღის წესრიგს გარედან უგეგმავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ლგბტ თემა არის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წყალგამყოფია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ ქვეყნისა და საზოგადოების პატრიოტები არიან და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, […]
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას აქვს დაკვეთა, რომ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, მხარი არ დაუჭირონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, რადგან მათ არ სურთ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს დაკვეთა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. „რეალურად, ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ეს კანონპროექტი. მათ არ სურთ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. მათ […]
შალვა პაპუაშვილი წყალტუბოში მომხდარ შემთხვევაზე – ეს არის უცხო სხეული, რომელიც რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან საზოგადოებაში დამკვიდრდა – ეს არის წაყრუების შედეგი, რასაც დონორები აკეთებდნენ, როცა ამ რადიკალებს იხუტებდნენ

საერთო ჯამში, ეს არის უცხო სხეული, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, არაერთხელ ჰქონდა დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს ყურადღება მიაქციონ, რომლებიც პაპუაშვილის თქმით, ჩართულები არიან ძალადობაში, „ბულინგში“ და სიძულვილის ენის გავრცელებაში. პარლამენტის […]
ჯინ შაჰინის შეფასება, რბილად რომ ვთქვათ არაობიექტურია – ვოლსკი

“ქართული ოცნება” ჯინ შაჰინს არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ მოთხოვნა არა დაფინანსების შეწყვეტაზე, არამედ ისეთი პროგრამების დაფინანსების შეწყვეტაზე იყო, რომელიც “ოცნების” წევრის მტკიცებით, “პოლიტიკაშია შეჭრილი”. შეწყვიტოს დაფინანსება, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. შეწყვიტოს ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ შემოჭრილია პოლიტიკაში და არა მარტო შემოჭრილია, არის რადიკალური მოთხოვნების და რადიკალური ქმედებების არა მარტო მხარდამჭერი, არამედ […]