ოსტინი: აშშ-ის იარაღის შორეულ სამიზნეებზე გამოყენება უკრაინას არ მოუტანს გადამწყვეტ ცვლილებებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად რომელიმე ერთი სახის იარაღი არ იქნება გადამწყვეტი, და აშშ-ის მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოყენება არ შეცვლის ომის მიმდინარეობას უკრაინის სასარგებლოდ. გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ოსტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთმა თავისი ფრთოსანი საავიაციო ბომბები […]

პრეზიდენტმა ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება […]

ეგვიპტეში $1 მილიარდიანი ინვესტიციით მსოფლიოში პირველი ნახშირბად-ნეიტრალური ცათამბჯენი აშენდება

ეგვიპტის ახალ დედაქალაქში მილიარდ დოლარად შეფასებული ცათამბჯენი აშენდება, რომელიც სრულად წყალბადისგან წარმოებული ელექტროენერგიით მომარაგდება – ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთში მოქმედი Rewabi Holding-ის წევრი დეველოპერი, Magnom Properties ავრცელებს, რომელიც ცათამბჯენს თავად აშენებს. 240-მეტრიანი შენობა, სახელწოდებით Forbes International Tower 50-სართულიანი იქნება და საოფისე დანიშნულება ექნება. მის დიზაინზე არქიტექტორმა გორდონ გილმა იმუშავა, რომლის კომპანიის პორტფელიც ნიუ-იორკში Central […]

გუნდი მოტივირებულია, რომ ზაფხულში გაწეული შრომა წარსულში არ დარჩეს – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია საგურამოში გამართა და მაოხლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „საბა გოგლიჩიძის მოედანზე გაყვანას თუ ვაპირებ? საბა ჩვენთვის ახალი მოთამაშე არაა. მის პროგრესს იტალიაში თვალს ვადევნებდით და გამოვიძახეთ, რომ ნაკრების გარემოს შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, მალე გუნდს გამაოდგება ახლა, ფაქტობრივად, ფეხბურთელები გამოვიძახეთ, რაც ევრო 2024-ზე. ახლებიდან არიან ლუკა გადრანი […]

ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2). ნახევარფინალი მან ჩინელ იუე ვანგთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ პარასპორტსმენს შეხვდა. დაძაბულ შეხვედრაში ინამ დაამარცხა მეტოქე და ბრინჯაოს მედალიმოიპოვა აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა. ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების […]

პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინა ქალდანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელი აიალა მერეკე დაამარცხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე მე-7 მედალი მოუტანა. როგორც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინა ქალდანი გახდა მეორე ქართველი პარასპორტსმენი, ვისაც პარალიმპიური მედალი ორ პარალიმპიადაზე აქვს მოპოვებული. ჯერჯერობით საქართველოს ამ შედეგით ორი პარასპორტსმენი ყავს […]

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტაჟს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას. „ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ავსტრალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი […]

აზიის განვითარების ბანკი აძლიერებს სტრატეგიულ ფოკუსს და ზრდის დახმარებას მთავარ პრიორიტეტებზე – Forbes

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ახალი, ამბიციური გზამკვლევი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების წინაშე მდგომ გამოწვევებთან გამკლავების გასაძლიერებლად, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის გასაზრდელად. ADB-ის სტრატეგია 2030-ის შუალედური განხილვა — ბანკის კორპორაციული სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი — აჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ბანკი სწრაფად ცვალებად გარემოში […]

“ასეთი NGO დონორების თვალში ნულდება – სამოქალაქო სუიციდის აქტს სჩადის” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ზოგიერთი NGO ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს რომ აქვეყნებს, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს, ეს ყველა უბედურებასთან ერთად პრაგმატული გაგებითაც სრული სიბრიყვეა. ამით ისინი სამოქალაქო სუიციდის აქტს სჩადიან, რადგან მათი რეპუტაცია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ნადგურდება, არამედ დონორების თვალშიც ნულდება. ანუ, მაღალი ალბათობით მათი დაფინანსება მომავალში შეწყდება.

გიორგი ქალდანმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი ქალდანი ფინალში რეიტინგის პირველ ნომერთან, იაპონელ იუჯირო სეტოსთან ორი ვაზარით დამარცხდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეექვსე მედალი მოუტანა.