პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოებას, არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია „ქოლცენტრების“ შესაძლო ფუნქციონირების შესახებ

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოებას, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ უწყებას „ქოლცენტრების“ შესაძლო ფუნქციონირების შესახებ. „საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოებას, არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ გვაცნობონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ეგრეთწოდებული ქოლცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, – აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო […]
პრემიერ კობახიძის თქმით, სენატორი შაჰინი ტყუის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სენატორი შაჰინი ტყუის, როცა ამბობს თითქოს შეხვედრისას სთხოვა, აშშ-ს შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. “სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად […]
ზელენსკი მოკავშირეებთან ხაზს უსვამს სამხედრო ძლიერების შენარჩუნების აუცილებლობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 6 სექტემბერს, გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს, სამხედრო მოკავშირეებს განუცხადა, რომ მის ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის, „რათა რუსეთი იყოს მოტივირებული მშვიდობის ძიებისთვის“. ”ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთის ქალაქები და რუსი ჯარისკაცებიც კი, იფიქრონ იმაზე, რაც საჭიროა: მშვიდობა თუ პუტინი,” – განუცხადა ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებს, რომელიც […]
ქალდანების მედლები პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე

ინა ქალდანი პარიზი 2024-ის ბრინჯაოს მედალოსანია! ინამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გოლდენ სკორში სუფთა გდებით დაამარცხა ყაზახეთის წარმომადგენელი აიალა მერეკე და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე 7-ე მედალი მოუტანა. ინა ქალდანი გახდა მეორე ქართველი პარასპორტსმენი, ვისაც პარალიმპიური მედალი ორ პარალიმპიადაზე აქვს მოპოვებული. ჯერჯერობოთ საქართველოს ამ შედეგით ორი პარასპორტსმენი ჰყავს და ორივე ქალი! შეგახსენებთ, დღეს, ინას მეუღლე, გიორგი ქალდანი […]
პრეზიდენტი: ლავროვს შევახსენებ, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას, არსად დაკარგულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ […]
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების […]
აგვისტოში სურსათის მსოფლიო ფასები შემცირდა – გაერო

სურსათის გლობალური ფასების გაეროს ინდექსი აგვისტოში ოდნავ შემცირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კერძოდ, ინდექსი ივლისის 121 პუნქტიდან აგვისტოში 120,7 პუნქტამდე დაეცა. შაქრის, ხორცისა და მარცვლეულის გაიაფებამ რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთზე ფასების ზრდა დააკომპენსირა. ამასთან, აგვისტოს მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელ დონეზე 1.1%-ით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკზე 24.7%-ით დაბალი იყო. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების […]
გარდაიცვალა ბრაზილიელი მუსიკოსი სერხიო მენდესი

ბრაზილიელი მუსიკოსი სერხიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „გარდიანი“. ოჯახის განცხადებით, მენდესი ლოს-ანჯელესში, თავის სახლში გარდაიცვალა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები გრძელვადიანი კოვიდის შედეგად შეექმნა. მენდესის ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც მას მსოფლიო ცნობადობა მოუტანა, სინგლი „Mas Que Nada“ არის. იგი მან თავის ჯგუფთან, Brasil 66-თან ერთად ჩაწერა.
აშშ-მ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო – რა შეიარაღებას მიიღებს კიევი

აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს: · საზენიტო რაკეტებს RIM-7; · რაკეტებს Stinger; · ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის; · 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს; · ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW; · ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4; · ჯავშანმანქანებს Bradley; · […]
მოსამართლემ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა გადადო არჩევნების შემდგომი დროისთვის

6 სექტემბერს ნიუ-იორკის მოსამართლემ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის თანხის გასაჩუმებლად გადახდის საქმეზე განაჩენის გამოტანა გადადო ნოემბერში დანიშნული არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მანჰეტენის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ტრამპის განაჩენის გამოტანა გადადო 26 ნოემბრამდე – რაც სამი კვირაა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. აქამდე განაჩენის გამოტანა დანიშნული იყო 18 სექტემბერს, არჩევნების დღემდე დაახლოებით შვიდი კვირით ადრე. მერჩანის თქმით, განაჩენი გადაიდო […]