რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსეთმა, გასულ ღამეს, საჰაერო სივრციდან სუმის ოლქი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. დაშავებულებს კი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმამ ასევე დააზიანა კერძო სახლები და მანქანები. მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ თავშესაფრებში. მანამდე, 20 აგვისტოს, რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, შინაგან საქმეთა […]
დეა კულუმბეგაშვილის “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს. ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა პედრო ალმოდოვარს ფილმისთვის “მეზობელი ოთახი”.
რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ? – FIFA-ს რეიტინგი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთი მიიღო და 4-1 გაიმარჯვა.ამ გამარჯვების შედეგად “ჯვაროსნები” FIFA-ს რეიტინგში კვლავ დააწინაურდნენ. ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში 9.09 კოეფიციენტი მოემატა და 1,370.50 კოეფიციენტით 70-დან 68-ე პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მორიგ მატჩს 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა – გასული კვირის შედეგები

გასული კვირის 2-7 სექტემბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა როგორც ევროსთან, ასევე აშშ დოლართან მიმართებით, ჯერ-ჯერობით სტატისტიკის მხრივ უცნობია რა იწვევს აღნიშნულ ცვლილებებს, რადგანაც უმეტესი სტატისტიკური მონაცემები რაც მიმდინარე მოვლენებს ასახავს არ გამოქვეყნებულა. აგვისტოში კი სავარაუდოდ ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გაზრდილი ტურისტული შემოდინება იყო, თუმცა, ოფიციალურად ტურიზმის სტატისტიკა თვიურ ჭრილში ცნობილი აღარ ხდება და […]
გვამი იმდენად დაზიანებულია, რომ ამოცნობა რთულია… – მარნეულში კაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულის სოფელ აზიზქენდში კაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. ცხედარი ადგილობრივებმა ჭალაში იპოვეს და როგორც ისინი ამბობენ, იმდენად დაზიანებულია, რომ ამოცნობა რთულია. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ნუცუბიძეზე “ხიდების” რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა და ღირებულებაც გაორმაგდა

თბილისის მერიამ ნუცუბიძის I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა. პირველ არშემდგარ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 324 807 ლარი იყო, მეორედ 487 470, ამჯერად ღირებულება გაორმაგებულია და 681 529 ლარს შეადგენს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად სატენდერო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი შეცდომები, რიცხვების დაკორექტირების შემდეგ კი ღირებულებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. დოკუმენტაციის […]
არხოტში დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა

არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. “არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები,” – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი სამედიცინო კვლევებისთვის. არსებული […]
თემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს – დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხებას, სოციალურ ქსელში კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა: “ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას”.
რა სარგებელს მოუტანს პოკერის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს? – მოსაზრება

დღეიდან ბათუმში სპორტული პოკერის საქართველოში პირველმა საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ევრაზიის პოკერის ტურნირში (EAPT) მონაწილეობას 1000-მდე მოთამაშე მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღებს. საპრიზო ფონდი კი $350 000-ს შეადგენს. გარდა საქართველოში სპორტული პოკერის პოპულარიზებისა, ტურნირი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს – საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ბიზნესკონსულტანტი გუგა აბაშიძე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთკვირიანი ღონისძიება როგორც აჭარის რეგიონის, […]
პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარიზის პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

პარიზის პარალიმპური თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს მედლების კოლექცია გაიზარდა. წარმატებას მიაღწია პარა ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია, +90 კგ). ქართველი პარა ათლეტი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაება. წმინდა გამარჯვება მოიპოვა ჯერ ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასთან, შემდეგ ყაზახ ჟურკამირზა შუკურბეკოვთან და ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბაშისთან, ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ […]